17 ოქტომბერი
ბრიტანული ჟურნალი „ქარ“ გვაუწყებს, რომ „მერსედეს-ბენცი“
G-კლასის
სამოდელო რიგის გაფართოების მიზანშეწონილებას განიხილავს. პროექტის ფარგლებში, უგზოობის
G-კლასზე
მომცრო ზომის ავტომობილის წარმოებაა გათვალისწინებული. ასეთმა ავტომობილმა კი,
რომელსაც სავარაუდოდ, GLG-ს
დაარქმევენ, კონკურენცია ახალ „ლენდ როვერ დეფენდერს“ უნდა გაუწიოს, როდესაც ის
ბაზარზე გამოვა.
პატარა G-კლასის მყიდველს, ძრავების ფართო გამას შესთავაზებენ.
მათ შორის იქნება ბენზინის სამი აგრეგატი - 1.6-ლიტრიანი 122 ცხენის ძალით და ორი
2.0-ლიტრიანი 156 და 200 ცხენის ძალით. დიზელის გამაში ოთხი ძრავი შევა. მათგან
ყველაზე მძლავრი, 2.1-ლიტრიანი 204-ცხენისძლიანი აგრეგატი იქნება.
გარდა ამისა, „ქარ-ი“ ასევე ვარაუდებს, რომ GLG-ს
მისეულ ვერსიას AMG-ც დაამზადებს. ამ შემთხვევაში, ძრავის მაქსიმალური
სიმძლავრე 345 ცხენის ძალას მიაღწევს, მას კი 7-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი
დაუკავშირდება.
„დაიმლერს“ ამ ავტომობილის წარმოებისთვის მწვანე
შუქი ჯერ არ აუნთია, თუმცა ეს ნებისმიერ მომენტში მოსალოდნელია.
No comments:
Post a Comment