Gordon closes on Dakar Rally leader Peterhansel but Nasser Al-Attiyah retires
11 იანვარი
გორდონმა "ჰამერს" ფრენა ასწავლა |
დაკარის რბოლას მისი მოქმედი ჩემპიონი, ყატარელი ნასერ ალ–ატია გამოეთიშა. სამაგიეროდ, მისი გუნდის შეფმა, ამერიკელმა რობი გორდონმა ლიდერ სტეფან პეტერანსელტან ჩამორჩენა თითქმის ორი წუთით შეამცირა. სწორედ გორდონის გამარჯვებით დასრულდა რალი–მარათონის მეცხრე ეტაპი.
სოლიდური ჩამორჩენის მიუხედავად, ორი დღის წინ ალ–ატია იმედს არ კარგავდა, რომ ფინიშამდე შეძლებდა ფრანგი ლიდერის დაწევას, მაგრამ მეცხრე ეტაპის მსვლელობისას, მისი „ჰამერი“ ისევ გაჭირვეულდა, რამაც რალის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეს, გზის გაგრძელებაზე ხელი ააღებინა.
სამაგიეროდ, გორდონმა ზედიზედ მესამე ეტაპია, ლიდერთან ჩამორჩენას ამცირებს. ამერიკელისთვის ჩილეს უდაბნო ატაკამას ქვიშიან გაუკვალავ გზაზე ასპარეზობა ძალიან წარმატებული გამოდგა, რაშიც მას დიდი გამავლობის „ჰამერი“ უწყობს ხელს. სხვათა შორის, ამერიკელმა მიმდინარე რბოლაში, პირველად შეძლო ეტაპის მოგება. ამასთან, წინა ეტაპზეც, გამარჯვებულ ნანი რომას (ესპანეთი) მხოლოდ 5 წამით ჩამორჩა.
ნასერ ალ–ატია |
„დღეს ისე ვაწვებოდი, როგორც კვალიფიკაციაზე. ოღონდ, განსხვავება ის იყო, რომ წარმოდგენა არ მქონდა, საით უნდა წავსულიყავი. რამდენჯერმე გვარიანი შიშიც ვჭამეთ. ახლა ჩვენთვის მთავარი დროა. სტეფანი განსხვავებულ პოზიციაშია, ის ფრთხილობს კიდეც, მე კი სულ შეტევაზე ფიქრი მიწევს. სულ ოთხი ეტაპიღა დაგვრჩა. „ჰამერმა“ თავისი შესაძლებლობები გამოავლინა. ახლა კი ამ შესაძლებლობათა გამოყენების დროა“, – ამბობს ამერიკელი.
კლასიფიკაცია 9 ეტაპის შემდეგ
1. სტეფან პეტერანსელი (საფრანგეთი, მინი) 24:41:14
2. რობი გორდონი (აშშ, ჰამერი) + 5:58
3. კრჟიშტოფ ჰოლოვჩიკი (პოლონეთი, მინი) + 16:49
4. ნანი რომა (ესპანეთი, მინი) + 19:26
5. გინიელ დე ვილიერსი (სამხ. აფრიკა, ტოიოტა) + 54:10
6. ლეონიდ ნოვიცკი (რუსეთი, მინი) + 1:29:20
7. კარლოს სოუსა (პორტუგალია, გრეიტ უოლი) + 1:44:27
8. ლუსიო ალვარესი (არგენტინა, ტოიოტა) + 2:31:35
9. დანკან ფოსი (სამხ. აფრიკა, ტოიოტა) + 2:44:41
10. ერიკ ფან ლოონი (ჰოლანდია, მიცუბიში) + 2:59:12
No comments:
Post a Comment