Wednesday, January 11, 2012

„შევროლეს“ ორი განსხვავებული კუპე

Chevrolet Debuts Code 130R RWD and Tru 140S FWD Affordable Coupe Concepts
11 იანვარი
დეტროიტის მოტორ შოუზე, „შევროლემ“ ერთდროულად ორი კონცეპტუალური პატარა კუპე წარადგინა. ორივე ავტომობილი ოთხადგილიანია და ისინი „შევროლეს“ დიზაინერებმა ახალგაზრდა ავტომოყვარულების სურვილების გათვალისწინებით შეიმუშავეს.

„ჩვენი ბრენდი ყოველთვის ცდილობს, რომ ნებისმიერი თაობის მყიდველისთვის, სასურველი ხელმისაწვდომი იყოს. ამ ორ კონცეპტში, ახალი თაობის მოსაზრებებია გათვალისწინებული. ჩვენ მათს აზრს ვუსმენთ, რჩევებს ვიზიარებთ და ასე შექმნილი სიახლეებით ვიზიდავთ“, – ამბობს „ჯენერალ მოტორს ნორთ ამერიკას“ პრეზიდენტი მარკ რეუსი.
ამ ორიდან ერთის სახელია „კოდ 130R“ და ის გრან ტურიზმოს კლასიკური შეთანწყობით გამოირჩევა – ძრავი წინ აქვს, წამყვანი კი უკანა ბორბლებია. გარეგნბითაც ის უფრო კლასიკურ ამერიკულ კუპეებს მოგაგონებთ. ეს ავტომობილი წითლადაა შეღებილი. კაპოტქვეშ განლაგებულია 1.4–ლიტრიანი ტურბო „ეკოტეკი“, რომელთანაც შეწყვილებულია „ჯენერალ მოტორსის“ მიერ შემუშავებული ელექტრონული დამხმარე მიკრო ჰიბრიდული სისტემა (eესისტ), რომელიც საწვავის ხარჯის შემცირებას უწყობს ხელს.
მეორე ავტომობილს „თრუ 140S“ დაარქვეს. ის თანამედროვე გარეგნობით გამოირჩევა. გარეგნულად მან შეიძლება „მიცუბიში ეკლიპსი“ გაგახსენოთ. სხვათა შორის, შეთანწყობაც იაპონური ავტომობილის მსგავსი აქვს. თუ „კოდ 130R“ ორკარიანი კუპეა, „თრუ 140S–ს“ სამი კარი აქვს. სამაგიეროდ, ისიც იმავე 1.4–ლიტრიანი ტურბოძრავით არის აღჭურვილი და მასშიც „eესისტ“ მიკრო  ჰიბრიდულ სისტემას იყენებენ.
„ჯენერალ მოტორსის“ ინფორმაციით, 1.4–ლიტრიანი ტურბო „ეკოტეკი“ 15000 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და მისით აღჭურვილი ორივე ავტომობილი, ერთი ლიტრი საწვავით დაახლოებით 17 კილომეტრს გადის (5.8 ლიტრი 100 კილომეტრზე). დაბოლოს, ამერიკული კომპანია აცხადებს, რომ თუ ამ ორი ავტომობილიდან რომელიმეს წარმოება დაიწყო, მათი ფასი 20 000 დოლარზე მაღლა არ ავა.

No comments:

Post a Comment