Peterhansel nears tenth Dakar win as Gordon and Holowczyc hit trouble
11 იანვარი
დაკარის რალი–მარათონი დასასრულს უახლოვდება. და როგორც ჩანს, მასზე ლიდერი აღარ შეიცვლება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სტეფან პეტერანსელი ახლოსაა ლეგენდარული რბოლის მეათე ტრიუმფისგან.
მართალია, მეათე ეტაპი ნანი რომამ მოიგო, რაც მისთვის მიმდინარე დაკარზე მოპოვებული მესამე გამარჯვებაა, მაგრამ საერთო ჩათვლაში, პეტერანსელმა მაინც გაზარდა უახლოეს მდევრებთან უპირატესობა. ამაში კი მას რობი გორდონის მცირე ავარია დაეხმარა, რამაც ამერიკელს 11 წუთზე მეტი დააკარგვინა.
სხვათა შორის, მე–9 ეტაპის შემდეგ, სტიუარდებმა აღმოაჩინეს, რომ ამერიკელის „ჰამერი“ არ შეესაბამება ტექნიკურ რეგლამენტს. გორდონი დისკვალიფიკაციას ექვემდებარება, თუმცა მან აპელირება სცადა და თუ მიზანს მიაღწია, რბოლის გაგრძელების უფლებასაც მისცემენ.
აღსანიშნავია, რომ მეათე ეტაპზე სწორედ ორი ლიდერი შეებრძოლა ერთმანეთს და ეს ბრძოლა უფრო გამოცდილი პეტერანსელის გამარჯვებით დასრულდა. როგორც წინა ეტაპის გამარჯვებულმა, მეათე ეტაპი ამერიკელმა გახსნა, დისტანციაზე მეორე კი პეტერანსელი გავიდა. თუმცა, ფრანგმა მალე გაასწრო მეტოქეს. ამის შემდეგ, ლიდერობისთვის ბრძოლა კარგა ხანს გაგრძელდა. წინ ხან ერთი გადიოდა, ხან – მეორე. და ამ ბრძოლაში, მოულოდნელად გორდონის მანქანა გზიდან გადავიდა და ქვას დაეჯახა.
„ორივე მარჯვენა ბორბლით ლოდს გადავუარე და მგონი, მაგ მხარეს რაღაც გატყდა. ვფიქრობ, რომ კვლავაც შემიძლია მოგება? რა თქმა უნდა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც პეტერანსელის გასწრებას ვცდილობდი. მან სვლა შეანელა და მე ამ დროს ქვას დავეჯახე, რამაც ორივე ბორბალი დამიზიანა. ასე რომ, ორივეს გამოცვლა მომიხდა“, – ყვება ამერიკელი.
სერიოზული პრობლემები შეექმნა პოლონელ კრჟიშტოფ ჰოლოვჩიკს, ვინს ცხრა ეტაპის შემდეგ, მესამეზე იყო, თუმცა ახლა ათეულს მიღმაა. მას ჯერ საჭის გამაძიერებელი დაუზიანდა, მაგრამ როგორღაც შეძლო პრობლემის აღმოფხვრა და გზა გააგრძელა. თუმცა მოგვიანებით ისევ გაჩერდა. მოკლედ, გამარჯვების ყველანაირი შანსი დაკარგა.კლასიფიკაცია 10 ეტაპის შემდეგ
1. სტეფან პეტერანსელი (საფრანგეთი, მინი) 28:41:12
2. ნანი რომა (ესპანეთი, მინი) + 19:05
3. რობი გორდონი (აშშ, ჰამერი) + 19:51
4. გინიელ დე ვილიერსი (სამხ. აფრიკა, ტოიოტა) + 1:01:33
5. ლეონიდ ნოვიცკი (რუსეთი, მინი) + 2:00:55
6. კარლოს სოუსა (პორტუგალია, გრეიტ უოლი) + 2:27:53
7. ლუსიო ალვარესი (არგენტინა, ტოიოტა) + 3:24:58
8. ტენ ბრინკე (ჰოლანდია, მიცუბიში) + 3:58:22
9. ერიკ ფან ლოონი (ჰოლანდია, მიცუბიში) + 3:59:31
10. დანკან ფოსი (სამხ. აფრიკა, ტოიოტა) + 4:01:54
No comments:
Post a Comment