Monday, October 1, 2012

შუმახერი შეიძლება „ზაუბერში“ გადავიდეს


Manager not ruling out Sauber move for Schumacher
1 ოქტომბერი

მიხაელ შუმახერის მენეჯერი საბინე კემი, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის „ზაუბერში“ გადასვლას არ გამორიცხავს. ახლახანს კემი შვეიცარიული საჯინიბის დამაარსებელ პეტერ ზაუბერთან და ამავე გუნდის შეფ მონიშა კალტენბორნთან მოსაუბრე შენიშნეს. საერთოდ, ასეთი საუბრებს პადოკში ყოველთვის აქვს ხოლმე ადგილი, თუმცა იმ დროს, როდესაც შუმახერმა „მერსედესში“ ადგილი დაკარგა, ასეთ საუბრები ყურადღების ცენტრში ექცევა.

შუმახერის ყოფილი მენეჯერი ვილი ვებერი კი ამბობს, რომ ის მიხაელს ლუკასთან (დი მონტეძემოლოსთან) დალაპარაკებას ურჩევდა. მაგრამ „ფერარიში“ სახელოვანი გერმანელის გადასვლა ნაკლებად მოსალოდნელია. რაც შეეხება „ზაუბერს“, აქ სხვა პრობლემაა, რამაც შეიძლება შუმახერის ამ გუნდში გადასვლას ხელი შეუშალოს.
„რა თქმა უნდა, როდესაც ბაზარზე მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონია, მის გადაბირებაზე ყველა ფიქრობს. მაგრამ მიხაელს აქამდე მხოლოდ დიდ ავტო კომპანიებთან ჰქონია საქმე, რომლებსაც გაქანებით ვერ შევედრებით“, - ამბობს კალტენბორნი.
კემი კი ამბობს, რომ მიხაელს ასარჩევად აქვს საქმე, თუმცა ამ ეტაპზე, ამაზე ლაპარაკი ნაადრევიაო... არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა შუმახერმა საერთოდ დაანებოს თავი სპორტს და „მერსედსისგან“ შეთავაზებულ სამსახურს დათანხმდეს. ამასთან შესაძლოა, შუმახერმა ფიქრი სეზონის დასრულებამდე გააგრძელოს, ამბიციურ გუნდებს კი (როგორებიცაა ფერარი და ზაუბერი), ამდენი ლოდინი არ შეუძლიათ.
ნიკი ლაუდა, ვინც დიდი როლი ითამაშა „მერსედესისთვის“ ლუის ჰამილტონის გადაბირებაში, ამბობს, რომ შუმახერს ჯერაც შეუძლია ისეთ პილოტებთან ტოლსწორად პაექრობა, როგორებიც ჰამილტონი, ფერნანდო ალონსო და სებასტიან ფეტელი არიან.
კალტენბორნი ფიქრობს, რომ მისი გუნდი სერხიო პერესის შემცვლელს იაპონიის დიდ პრიზამდე ვერ დაასახელებს. მისი თქმით, ახლა „ზაუბერის“ მიზანია, ჩამოყალიბდეს გუნდად, რომელიც ნიჭიერ პილოტებს სხვებისთვის კი არ აღმოაჩენს და გამოზრდის, როგორც აქამდე იყო, არამედ თავად მიიზიდავს პერსპექტიულ მრბოლებს, რომლებსაც დიდი მიზნების მიღწევა სწყურიათ.

ასევე წაიკითხეთ

ქაჯაიას ჰეთ-თრიკი ნოგაროზე

No comments:

Post a Comment