4 ოქტომბერი
...სახლსაც დაუკავშირდება, მაგრამ ყავას ვერ მოგიდუღებთ. იქნებ, იაპონელებმა მას მომავალში ესეც ასწავლონ, მაგრამ ალბათ საჭირო არ იქნება. სახლთან კავშირი, პატრონის ცნობა და სხვა ასეთი საოცრებანი კი არ გვაწყენს. ყველაფერთან ერთად, ეს უცნაური ავტომობილი ერთადგილიანია და მას მამოძრავებელ ძალას ელექტროძრავი ანიჭებს.
...სახლსაც დაუკავშირდება, მაგრამ ყავას ვერ მოგიდუღებთ. იქნებ, იაპონელებმა მას მომავალში ესეც ასწავლონ, მაგრამ ალბათ საჭირო არ იქნება. სახლთან კავშირი, პატრონის ცნობა და სხვა ასეთი საოცრებანი კი არ გვაწყენს. ყველაფერთან ერთად, ეს უცნაური ავტომობილი ერთადგილიანია და მას მამოძრავებელ ძალას ელექტროძრავი ანიჭებს.
იაპონურმა კომპანიამ ასეთი საინტერესო
კონცეპტუალური ავტომობილი, რომელსაც „სმარტ ინსექტი“ უწოდა, ქალაქ ჩიბაში
(იაპონია) გახსნილ მოწინავე ტექნოლოგიების გამოფენაზე წარადგინა. ეს არის
ელექტრომობილ „კომს-ის“ ვერსია, პატარა ელექტრომობილისა, რომელიც „ტოიოტას“
შვილობილ კომპანია „ავტო ბოდის“ მიერაა შექმნილი. „სმარტ ინსექტი“ შექმნილია
იმისათვის, რომ წარმოადგინოს მომავლის ავტომობილების კომუნიკაციის საშუალებები.
ელექტრომობილი უამრავი, სხვადასხვა დანიშნულების სენსორითაა
აღჭურვილი, რომელთა საშუალებითაც, შეუძია პატრონის ხმით ამოცნობა, საგზაო ინციდენტების
წინასწარ განსაზღვრა. ასევე მას შეუძლია პატრონთან სახლში დაკავშირებაც კი. ამ
კავშირს, „ტოიოტას“ სპეციალური სისტემა „სმარტ სენტერი“ ახორციელებს.
და ეს ყველაფერი არაა. მანქანას თავისი პატრონის
(გინდა მეგობრის) სახეზე ცნობაც კი შეუძლია. პატრონში იგულისხმება მხოლოდ ის
ადამიანი, ვინც ავტომობილის ტვინში გაივლის რეგისტრაციას. ეს ცნბა იმაში
გამიხატება, რომ ავტომობილი შორიდანვე სცნობს თავის პატრონს და მისი მიახლოებისას კარს
უღებს, ანთებს წინა ფარებს და მას ასევე მაჩვენებლების დაფის სპეციალური
სიგნალებით ესალმება.
ხმოვანი გამომცნობი მძღოლთან ურთიერთობას ამყარებს.
მისგან ბრძანებბის მიღება შეუძლია, რომლებსაც დაუყოვნებლივ ასრულებს, ოღონდ სპეციალური
სენსორების მიერ მიწოდებულ ინფორმაციასაც ითვალისწინებს. ხმოვანი ბრძანების
მიღების შემდეგ, სისტემას ნავიგატორობაც შეუძლია. ის შეადგენს მარშრუტს, რომელიც შესაბამის
მონიტორზე გამოაქვს.
ხმით
შეუძლია მძღოლს ასევე სთხოვოს სისტემას (ვირტუალ ეჯენტ), შეამოწმოს სახლის
მდგომარეობა - დაკეტილია თუ არა კარი, გამორთულია სინათლე, გაზი, შეუკვეთოს კლიმატ
კონტროლის ან კონდიციონერის მუშაობის რეჟიმი და ასე შემდეგ.
ვიდეო
No comments:
Post a Comment