Thursday, October 4, 2012

„ჰიუნდაი ჯენეზის კუპე“ „კოსუორტის“ ძრავით


Cosworth Hyundai Genesis Coupe Teased for SEMA 2012
4 ოქტომბერი
ფორმულა ერთის ძრავების მწარმოებელ კომპანია „კოსუორტის“ ამერიკულ შტოსთან თანამშრომლობით, „ჰიუნდაი“ „ჯენეზის კუპეს“ სპეციალურ ვერსიას ამზადებს, რომელსაც პირველად ლას ვეგასის სპეცეკიპირების გამოფენაზე წარადგენს. ავტომობილის სრული სახელწოდებაა „კოსუორტ ჯენეზის რეისინგ სერის კონცეპტ“ და მისი მთავარი ღირსება ისაა, რომ ძრავის სრულყოფაში მონაწილეობა „კოსუორტის“ სპეციალისტებმა მიიღეს.

პირველ რიგში, დაიხვეწა 3.8-ლიტრიანი V6 ძრავი. შეიცვალა საწვავი ნარევის შეშვების და ნამუშევარის გამომშვები სისტემები, ასევე გაგრილების სისტემა. ამის შედეგად, 352-დან 394 ცხენის ძალამდე გაიზარდა სიმძლავრე, 400-დან 440 ნიუტონმეტრამდე კი - მაქსიმალური მაბრუნი მომენტი. ავტომობილი ასევე აღიჭურვა უფრო მძლავრი მუხრუჭებით და სპორტული საკიდარით. ავტომობილის დინამიკური მახასიათებლები ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა.
„კოსუორტ ჯენეზის რეისინგ სერის კონცეპტი“ გარეგნულადაც (მცირედით) შეიცვალა. კერძოდ, ავტომობილის წინა ნაწილი აღიჭურვა სპლიტერით, საბარგულის კუთხეში კი მომცრო სპოილერი ჩასვეს. გარდა ამისა, უკანა ნაწილს ზორბა დიფუზორი დაემატა. შეიცვალა ბორბლებიც. ცვლილებებია სალონშიც. აქ ახალია საჭის რგოლი, გადაცემათა კოლოფის ბერკეტი, სატერფულები და რა თქმა უნდა, სავარძლები, რომლებიც ორ ფერშია გაწყობილი.
ლას ვეგასის შოუ SEMA 30 ოქტომბერს დაიწყება და სამი დღე გასტანს.

No comments:

Post a Comment