Thursday, October 4, 2012

ყველაზე პატარა კომპრესორიანი V8 ძრავი

Super tiny supercharged V8 engine enters production
4 ოქტომბერი
 ამერიკულმა კომპანია „კონლი პრეციშნ ენჯაინსმა“ შეიმუშავა მსოფლიოში ყველაზე პატარა, მექანიკურ დამჭირხნიანი V8 ძრავი, სახელად „სტინჯერ 609“, რომლის მუშა მოცულობაც 100 კუბური სანტიმეტრია, სიმძლავრე კი 9 ცხენის ძალას აღწევს.


რა თქმა უნდა, ამ პატარა ძრავით, ჩვეულებრივი ავტომობილის აღჭურვას არავინ აპირებს. ის მასშტაბური მოდლებისთვისაა განკუთვნილი. მისი გაბარიტებია: სიგრძე 35.5 სანტიმეტრი, სიგანე 15 სანტიმეტრი და სიმაღლე 25 სანტიმეტრი. ამ გაბარიტებში ეტევა მექანიკური კომპრესორი. ძრავის ბრუნთა რიცხვი 10 000 ბრუნს აღწევს წუთში, ძრავი 5 კილოგრამს იწონის და 7 000 დოლარი ღირს.


და ეს ყველაფერი არაა - „სტინჯერ 609-ს“ კომპრესორის გარეშე მუშაობაც შეუძლია, ოთონდ ამ შემთხვევაში მისი სიმძლავრე 5.5 ცხენის ძალა იქნება. ფასი კი 5.6 ათას დოლარამდე შემცირდება.
აღსანიშნავია, რომ „კონლის“ სპეციალისტები უკვე მუშაობენ ისეთი ტრანსმისიის შექმნაზე, რომელიც „სტინჯერ 609-ს“ შეუწყვილდება. მას წინა და უკანა სვლის თითო საფეხური და ერთიც ნეიტრალი ექნება.

ვიდეო

No comments:

Post a Comment