Saturday, October 20, 2012

„გალიარდოს“ შემცვლელსაც ხარის სახელს დაარქმევენ


Gallardo Replacement Will Have New Bull Name, V10 Engine
20 ოქტომბერი
„ლამბორგინი“ თავის ბესტსელერ „გალიარდოს“ შემცვლელს ამზადებს. ახალი ავტომობილის სატესტო პროტოტიპები არაერთხელ შეუნიშნავთ საერთო სარგებლობის გზებზე, მაგრამ მათი მსტოვრული ფოტოებიც კი პრაქტიკულად არ გამოჩენილა ინტერნეტში. ესკიზებსაც ვერსად ნახავთ. იტალიურმა კომპანიამ ახლახანს „გალიარდოს“ ფეისლიფტი ჩაუტარა, მაგრამ მის შემცვლელზეარაფერი უთქვამს. მოკლედ, ახალი ავტომობილის მზადება სრული გასაიდუმლოებულობის პირობებში მიმდინარეობს.

ის ფაქტი, რომ პარიზში ოდნავ სახეშეცვლილი „გალიარდო“ გვიჩვენეს და არა მისი შემცვლელი, შეიძლება იმის ბრალიცაა, რომ ევროპაში და განსაკუთრებით იტალიაში, ფინანსური კრიზისია. სწორედ ამიტომაა, რომ „გალიარდო“ ბაზარზე 9 წელი შემორჩა. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ხნიერების მიუხედავად, ძალიან კარგად იყიდება.
და აი, სიდნეის საერთაშორისო მოტორ შოუზე, „ლამბორგინის“ კომერციულმა დირექტორმა ფინტან რაიტმა, ავსტრალიურ გამოცემა „ქარედვაისთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ახალი ავტომობილი მზადების პროცესშია, თუმცა როდის გამოჩნდბა ბაზარზე, ეს უკვე აღარ დააკონკრეტა. სამაგიეროდ განაცხადა, რომ ახალ ავტომობილს, სრულიად ახალის ახელიც ექნება. რა თქმა უნდა, ის კორიდის რომელიმე სახელოვანი ხარის სეხნია გახდება - ეს ხომ „ლამბორგინის“ ტრადიციაა.
„ეს „ლამბორგინის“ თავისებურებაა - დაარქვას თავის მანქანებს ხარების სახელები, რომლებსაც მოდელის შეცვლასთან ერთად შეცვლიან. ასე რომ, ამ ტრადიციის გაგრძელებას უნდა ველოდოთ“, - ამბობს ნაიტი და დასძენს, რომ კონცეპტუალურმა „სესტო ელემენტომ“ კომპანიას ბევრი ტექნოლოგიური სიახლის დანერგვაში შეუწყო ხელი.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ „გალიარდოს“ შემცვლელზე უხვად გამოიყენებენ კარბონის კომპოზიტისგან დამზადებულ დეტალებს და ნაწილებს. საერთო ჯამში, ეს ავტომობილის შემსუბუქებასაც გამოიწვევს და მისი მონოკოკური მზიდი სისტემა უფრო მტკიცე და ხისტიც იქნება. ამასთან, ავტომობილი V10 ძრავიტაც აღიჭურვება. შესაძლოა, მომავალში ის ჰიბრიდული აგრეგატითაც კი აღჭურვონ.
ნაიტი დასძენს, რომ ძრავზე მუშაობისას, მთავარი ყურადღება ტრადიციული მახასიათებლების გარდა, ხმასაც დაეთმობა. ახალი არაა, რომ ამ კლსის სუპერ ავტომობილებისთვის, ბოხი, ძალუმი ხმა ერთ-ერთი მთავარი ღირსებათაგანია, რასაც მარკეტინგული კვლევებიც ადასტურებს. ჰოდა, ნუღარ გაგიკვირდებათ, რომ ფ1-ის კომერციულ უფლებათა მფლობელი ბენრი ეკლსტოუნი ახალი რეგლამენტის ტურბო ძრავებს, პირველ რიგში, სწორედ „სხვანაირი“ (უფრო სუსტი) ხმის გამო იწუნებს...

No comments:

Post a Comment