Robert Kubica aiming to complete full championship
in 2013
3 ოქტომბერი
რობერტ კუბიცა იმედოვნებს, რომ მომავალ სეზონში,
ფორმულა ერთში დაბრუნებას შეძლებს. ახლახანს მან სამ რალიზე იასპარეზა დამათგან
ორი მოიგო. მართალია, ჯერ მარჯვენა ხელის ფუნქცია სრულად ვერ აღიდგინა, მაგრამ
დარწმუნებულია, რომ უმნიშვნელო რბოლებში მონაწილეობა, რეაბილიტაციაში დაეხმარება. ამასთან,
პოლონელი მრბოლი აღიარებს, რომ რეალურად, დაბრუნებაზე ლაპარაკი ნაადრევია, თუმცა
მისი მიზანი სწორედ ესაა და იმედი აქვს, რომ ამ მიზანს მიაღწევს.
„გამოჯანმრთელების პროცესი საკმაოდ გრძელია და
მოთმინებას მოითხოვს. რალის რბოლებში მონაწილეობა გარკვეულწილად მეხმარება ხელის
ფუნქციის აღდგენაში, რადგან ეს ერთგვარი აქტიური სარეაბილიტაციო პროცესია. და ეს
არაა მხოლოდ ფიზიკური დატვირთვა. რბოლებში მონაწილეობა გამამხნევებელ ეფექტსაც
იძლევა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ვიგებ. ეს მკურნალობის საუკეთესო საშუალებაა“, -
იტალიურ ჟურნალ ავტოსპრტინტთან“ საუბრისას განაცხადა კუბიცამ.
„რენოს“ ყოფილი მრბოლი დასძენს, რომ დაბრუნების
შემთხვევაში, 70 პროცენტით ისევ ფ1-ში ასპარეზობა სურს, 30 პროცენტით კი - რალიში.
ამ ეტაპზე კი მისი მიზანი ფორმულა ერთია და ამისათვის დიდი მონდომებით ემზადება.
„მართალია, ყველაფერი თავიდან დავიწყე და ამ
ეტაპზე, ფ1-ზე ლაპარაკიც კი ნაადრევია, მაგრამ მიზანი ესაა. გამარჯვებამ იმედი კიდევ
უფრო გამიძლიერა. რალის რბოლები, რომლებშიც ვმონაწილეობ, იმითაა სასარგებლო, რომ
ყურადღების მობილიზებასა და ადრენალინთან გამკლავებაში მეხმარება. ტრეკზე კი
ყველაზე მნიშვნელოვანი ყურადღებაა. სწორედ ამის გამო, რალის და სატრეკო რბოლებს
ერთმანეთს შევუნაცვლებ. ტრეკზე თავიდან დახურულბორბლიანი მანქანით გავალ, შემდეგ
კი ღიაბორბლიანზეც გადავალ“, - ყვება კუბიცა.
სხვათა შორის, პოლონელი პილოტის გამომცდელად აყვანა
სურს „პირელის“, რომლის საბურავებსაც ამ სეზნოში ესპანელი ხაიმე ალგერსუარი ცდიდა,
მაგრამ ეს მალე ალბათ პადოკს საპრიზო მრბოლის ამპლუაში დაუბრუნდება და „პირელის“ ვაკანსიას
დაუტოვებს.
„პირელის“
პოლ ჰემბრი თვლის, რომ კუბიცას ტესტ პილოტად მუშაობა ძალიან გამოადგებს ფ1-ში
დასაბრუნებლად. თუმცა ის ჯერ დარწმუნებული არაა, შეძლებს თუ არა პოლონელი ამ
რანგში მუშაობას.
No comments:
Post a Comment