Sunday, October 7, 2012

„მაზერატი“ ორ ახალ ავტომობილს გამოუშვებს


Maserati Resurrects Ghibli Name for New Mid-Size Sports Sedan, Uses Levante for SUV
7 ოქტომბერი
პარიზის მოტორ შოუზე, „მაზერატის“ თაყვანისმცემლებმა სასიამოვნო ამბავი შეიტყვეს - იტალიური კომპანია მალე თავის პატარა ოჯახს ორი ახალი ავტომობილით სეავსებს, რომლებმაც მისი გაყიდვები მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს. პირველია ლუქს კლასის საშუალოგაბარიტიანი სედანი, რომელსაც „გიბლის“ დაარქმევენ, მეორე კი უგზოობის ავტომობილი, სახელად „ლევანტე“.

სახელი „გიბლი“ „მაზერატის“ ისტორიაში პირველი არ იქნება. ასე ერქვა ავტომობილს, რომელსაც იტალიური კომპანია 1963-1973 წლებში და 1992-1997 წლებში უშვებდა. ამათგან პირველ შემთხვევაში, „გიბლი“ ორადგილიანი გრან ტურიზმო იყო, რომელსაც კუპესა და კაბრიოლეტის ძარით უშვებდნენ, მეორე შემთხვევაში კი - ოთხადგილიანი კუპე. „გიბლი“ იმ სეგმენტში გაიყიდება, სადაც „ბეემვეს“ M5 და მე-6 სერიის „გრან კუპე“, ასევე „მერსედეს-ბენცის“ CLS დომინირებენ.
რაც შეეხება მეორე ავტომობილს, ის კონცეპტუალური „კუბანგის“ (ფოტოზე) სერიული ვერსიაა. სახელი „ლევანტე“ ბოლონიას იმ ქუჩის სახელიდან მოდის, რომელზეც თითქმის საუკუნის წინათ, ძმებმა მაზერატებმა (ალფიერი, კარლო, ბინდო, მარიო, ეტორე და ერნესტო) მათი გვარის მატარებელი კომპანია ჩამოაყალიბეს. სიმბოლურია, რომ „ლევანტე“ ბაზარზე 2014 წელს უნდა გამოვიდეს, როდესაც „მაზერატის“ საუკუნე შეუსრულდება. ამ ავტომობილს ამერიკაში, „კრაისლერის“ ქარხანაში გამოუშვებენ.
პარიზშივე, „მაზერატიმ“ უარყო გავრცელებული ხმები, თითქოს „კვატროპორტეს“ „გიბლით“ ჩანაცვლებას აპირებს. კომპანიის განცხადებით, თავის ახალ ფლაგმან სედანზე სახელ „კვატროპორტეს“ ისევ გამოიყენებს. ორივე ავტომობილს „ბერტონეს“ ყოფილ ქარხანაში გამოუშვებენ. „გიბლის“ პრემიერა ჟენევის ან შანჰაის მოტორ შოუზე გაიმართება.
„მაზერატი“ იმედოვნებს, რომ წლიურად 20-25 ათას ცალ „ლევანტეს“, 20 ათას „გიბლის“ და 12 ათას „კვატროპორტეს“ გაყიდვას შეძლებს.

No comments:

Post a Comment