Monday, October 22, 2012

„ზაუბერი“ ახალ პილოტებს ირჩევს


Sauber door closed as candidates line at Force India
22 ოქტომბერი
როგორც ჩანს, „ზაუბერს“ მომავალ სეზონში ორი ახალი პილოტი ეყოლება. მექსიკელი სერხიო პერესი „მაკლარენში“ გადადის, იაპონელ კამუი კობაიაშის კი, სხვაგან ადგილის ძიება მოუწევს - ახლახანს მან განაცხადა, რომ გუნდში ადგილის შესანარჩუნებლად, სპონსორის მიყვანა მოსთხოვეს. და როგორც ჩანს, ეს ვერ მოახერხა.

პერესი კი მიდის, მაგრამ შვეიცარიულ საჯინობოს სპონსორად კვლავ რჩება მექსიკური სატელეკომუნიკაციო გიგანტი „ტელმექსი“. ამის სანაცვლოდ, პერესის ადგილზე, გუნდი 21 წლის მექსიკელ ესტებან გუტიერესს მიიწვევს. რაც შეეხება მეორე ბოლიდს, მას ალბათ გერმანელ ნიკო ჰულკენბერგს ჩააბარებენ, ვინც ამჟამად „ფორს ინდიას“ პილოტია.
თუმცა, ჰინვილელებს სხვა ვარიანტებიც აქვთ. მაგალითად, ბრაზილიური გაზეთი „ო ესტადუ დე სან პაულუ“ ყვება, რომ შვეიცარიულ გუნდთან მოლაპარაკებას ბრაზილიელი ლუიზ რაზია აწარმოებს, ვინც ამ სეზონში სერია გრანპრი2-ის ვიცე ჩემპიონი გახდა. თუმცა, მასვე მოლაპარაკება ასევე „ფორს ინდიასთან“ და „მარუსიასთანაც“ აქვს, რადგან მისმა მენეჯერებმა დააფიქსირეს, რომ „ზაუბერმა“ მკვეთრად შეცვალა მოლაპარაკების ტონი, რაც მხოლოდ იმას შეიძლება ნიშნავდეს, რომ გუნდს ორივე პილოტი შერჩეული ჰყავს.
იმავდროულად, დროზე ადრე ამ თემაზე არ ლაპარაკობს „ზაუბერის“ შეფი მონიშა კალტენბორნი: „არ გვინდა, დროზე ადრე ამ თემაზე ვისაუბროთ და მცირე სიახლისთანავე, ამის შესახებ განცხადებები ვაკეთოთ. შვეიცარიულ ტელევიზია „შვაიცერ ფერნსეჰენთან“ საუბრისას, მონიშამ განაცხადა, რომ თავისი პილოტების ვინაობას გალე გაამხელს.
სხვათა შორის, „ზაუბერში“ მოხვედრის იმედი შვეიცარიელ სებასტიან ბუემისაც ჰქონდა, მაგრამ ახლახანს მან აღიარა, რომ „ზაუბერში“ კარი დახურული დახვდა. სამაგიეროდ, შვეიცარიულ სპორტულ გამოცემა „ბლიკთან“ საუბრისას დასძინა, რომ კარი ღია „ფორს ინდაში“ აქვთ. თუმცა, იქ მხოლოდ ერთი ვაკანსიაა და მის შევსებას რამდენიმე პილოტი ცდილობს, მათ შორის კობაიაში, ბრუნო სენა, შარლ პიკი და კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა პილოტი, რომლებსაც ამ სეზონში, თავისუფალ პრაქტიკებზე ვარჯიშის საშუალება რეგულარულად ეძლეოდათ.

No comments:

Post a Comment