'No way' McLaren to stay with Mercedes as
customer
22 ოქტომბერი
ბრიტანულ ჟურნალ „ავტოსპორტის“ მიერ გავრცელებული
ინფორმაციით, „მაკლარენი“ ძრავების ახალ მიმწოდებელ პარტნიორს ეძებს. უოკინგური
საჯინიბო გერმანული კომპანიის ძრავებს (ფოტოზე) 1995 წლიდან იყენებს. თუმცა
სამქიმიანებს უკვე თავისი გუნდი ჰყავთ და პარტნიორი გუნდი აღარ სჭირდებათ. „მაკლარენთან“
პარტნიორობის ხელშეკრულება კი ამ სეზონის ბოლოს იწურება.
მოკლედ, მაკლარენს „კლიენტის“ როლში ყოფნის
პერსპექტივა გაუჩნდა. ანუ, „მერსედესისთვის“ ის ისეთივე გუნდი იქნება, როგორიც „ფორს
ინდიაა“. ეს კი მარტინ უიტმარშის ინტერესებში არ შედის. რადგან კლიენტ გუნდს
ჩემპიონობისთვის ბრძოლის ნაკლები შანსი ექნება.
თუმცა, კლიენტობა „მაკლარენს“ ალბათ დიდხანს არ მოუწევს.
ჯერ ერთი, ფ1-ში დაბრუნებას განიხილავს „ჰონდა“, მისი ძველი პარტნიორი, რომელთან ერთადაც
რამდენიმე ტიტული აქვს მოპოვებული. ასევე არსებობს იმის შანსი, რომ ფ1-ში „ფოლკსვაგენი“
ვიხილოთ. პადკში „პორშეს“ შესაძლო დაბრუნებაზეც ლაპარაკობენ, რომელთან ერთადაც, „მაკლარენს“
ასევე რამდენიმე ტიტული აქვს მოგებული...
დიდი პრიზების ცირკში ახალი კომპანიების შესვლას
ძრავების რეგლამენტში ცვლილება ხელსაყრელს ხდის. მალე V8
ატმოსფერული ძრავები V6 ტურბო ძრავებით შეიცვლება. სხვათა შორის, „ჰონდაც“
და „პორშეც“ მაშინ იყვნენ „მაკლარენის“ პარტნიორები, როდესაც ფ1-ში ტურბოძრავებს
იყენებდნენ.
ინკოგნიტო
წყარომ, რომელიც „მაკლარენში“ მუშაობს, გაზეთ „სანთან“ საუბრისას განაცხადა, რომ „მაკლარენი“
არავიტარ შემთხვევაში არ დასჯერდება „მერსედესის“ კლიენტის როლს. თავის მხრივ, „ჰონდას“
კვლევებისა და განვითარების განყოფილების შეფი იოშიჰარუ იამამოტო აღიარებს, რომ თუ
მისი კომპანია საინტერესო შეთავაზებას მიიღებს, მაშინ ფ1-ში დაბრუნებას ხელს
აღარაფერი შეუშლის.
No comments:
Post a Comment