Monday, October 22, 2012

„პორშე მაკანი“ „აუდი Q5-სგან“ სრულიად განსხვავებული იქნება

Porsche Planning to Completely Differentiate Macan from Audi Q5
22 ოქტომბერი
„პორშე“ ირწმუნება, რომ მისი ახალი უგზოობის ავტომობილი „მაკანი“, რომელიც „აუდი Q5-ის“ პლატფორმაზე მზადდება, საბაზო მოდელისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება. ამის თაობაზე, გამოცემა „ავტოქართან“ საუბრისას, გერმანული კომპანიის კვლევებისა და ახალი პროდუქციის შემუშავების განყოფილების შეფმა ვოლფგანგ ჰატცმა განაცხადა.
„შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ „მაკანი“ არ იქნება „პორშეს“ ემბლემიანი Q5. ამ ავტომობილში ყველაფერი მნიშვნელოვნად მოდიფიცირებულია. ეს ეხება როგორც ძრავებსა და ტრანსმისიას, ასევე საკიდარს და მუხრუჭებსაც. შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი ეს ახალი იქნება. „აუდიში“ არც დაიჯერებენ, რომ ჩვენ ასეთ შედეგს მივაღწიეთ“, - ამბობს ჰატცი.
მისივე თქმით, თანამედროვე „პორშეს“ ისტორიაში, „მაკანი“ პირველი ავტომობილი იქნება, რომელიც ოთხცილინდრიანი ძრავით აღიჭურვება. ამ ავტომობილის ბაზარზე გამოსვლის მომენტში, ასეთი ძრავი გამაში არ იქნება, თუმცა მას აუცილებლად დაამატებენ.
ადრე გავრცელებული ინფორმაციით, „მაკანი“ პოპულარულ ქროსოვერ „პორშე კაიენზე“ 210 მილიმეტრით მოკლე, 50 მილიმეტრით ვიწრო და 40 მილიმეტრით დაბალი იქნება. მის ძრავების გამაში, დიზელის სამი და ამდენივე ბენზინის ძრავი შევა. არაა გამორიცხული, რომ ავტომობილი ჰიბრიდული აგრეგატითაც აღიჭურვოს.
„პორშე მაკანის“ მსოფლიო პრემიერა, ფრანკფურტის 2013 წლის მოტორ შოუზეა დაგგმილი.

No comments:

Post a Comment