Monday, October 22, 2012

„ჰიუნდაი ველოსტერი“ რბოლებისთვის


Hyundai Veloster Race Concept Unveiled In Sydney
22 ოქტომბერი
„ჰიუდაის“ ავსტრალიურმა შტომ, FIA-ს (საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია) რეგლამენტის შესაბამისად, კუპე/ჰეჩბეკ „ველოსტერის“ სარბოლი ვერსია, „ველოსტერ რეის კონცეპტი“ მოამზადა, რომლითაც როგორც წრიულ, ასევე გრუნტზე რბოლებში მონაწილეობაა შესაძლებელი.

კორეული კომპანიის ავსტრალიური შტოს განცხადებით, სახელში არსებული სიტყვა „კონცეპტის“ მიუხედავად, ეს არ არის უბრალო კონცეპტუალური ავტომობილი და ის ავსტრალიის რბოლებში მომავალი სეზონიდან გამოჩნდება. ეს უპირატესად რალის რბოლებისთვის განკუთვნილი ავტომობილია, რომლითაც GT კლასის ავსტრალიურ წრიულ რბოლებში (სერიული ავტომობილების), ავსტრალიის და აზია წყნარი ოკეანის რეგიონის რალის ჩემპიონატებში იასპარეზებენ.

„ჰიუნდაი ავსტრალიას“ სპეციალისტებმა, „ველოსტერზე“ მუშაობისას, ავტომობილს ყველაფერი „ზედმეტი“ მოაშორეს და შემდეგ მას სპორტული მოდიფიკაციები ჩაუტარეს. დამუშავდა 1.6-ლიტრიანი ტურბო ძრავი, რომლის მახასიათებლებიც ჯერჯერობით არ გამოუცხადებიათ. ამ აგრეგატის „სამოქალაქო“ ვერსიის სიმძლავრე 204 ცხენის ძალას აღწევს. ძრავთან 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფია შეწყვილებული.
გარდა ამისა, ავტომობილი რეგულირებად საკიდარზე დააყენეს. სამუხრუჭე სისტემაში წინ 355-მილიმეტრიანი დისკოები და ოთხცილინდრიანი სუპორტები გამოიყენეს, უკან კი - 300-მილიმეტრიანი დისკოები და ორცილინდრიანი სუპორტები. ძრავის გამოსაბოლქვი სისტემა უჟანგავი ფოლადისგან დაამზადეს, მუხრუჭებსა და საწვავის მიწოდების სისტემაში კი კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული მილები გამოიყენეს. ავტომობილი 18-დუიმიან ბორბლებზე დააყენეს, რომლებზეც „პირელის“ საბურავები (P-ზერო) დააყენეს.
რა თქმა უნდა, სარბოლი „ველოსტერი“ შესაფერისი აეროდინამიკური პაკეტითაც შეიმოსა. ამ პაკეტში ყველაზე თვალსაჩინო უკანა ზორბა ანტი ფრთა და უკანა დიფუზრია. აეროდინამიკური ელემენტები კარბონისგან დამზადდა. სალონში „რეკაროს“ სარბოლი სავარძლები ჩადგეს, რომლებიც ხუთწერტილოვანი ღვედებითაა აღჭურვილი. ასევე „სპარკოს“ წარმოებისაა საჭის რგოლიც. რა თქმა უნდა, სალონი უსაფრთხოების კარკასითაა აღჭურვილი.

No comments:

Post a Comment