Friday, October 5, 2012

უებერის დღე სუძუკაზე

Webber ends Friday practices with fastest time at Suzuka
5 ოქტომბერი
დილის პრაქტიკები მიხაელ შუმახერის ავარიით აღინიშნა. მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა, ვისაც იაპონური დიდი პრიზი ექვსჯერ აქვს მოგებული, სუძუკას რბოლის წინ განაცხადა, რომ ამ სეზონის შემდეგ, ფ1-ს დატოვებს. პირველ პრაქტიკაზე, სანამ ავარია მოუვიდოდა, მან მეხუთე შედეგი აჩვენა. შემდეგ კი, მოსახვევ სპუნში ვერ ჩაეტია, მართვა დაკარგა და კედელთან ჩამწკრივებულ საბურავების მწკრივს შეეჯახა. აღსანიშნავია, რომ მეორე სესიაზე, ზუსტად იმავე ადგილას, ანალოგიური შეცდმა პოლ დი რესტამაც დაუშვა.

ორი სესიის ჯამში, საუკეთესო დრო მარკ უებერს ჰქონდა, ვინც ორ წამზე მეტი მოაკლო ჯენსონ ბატონის მიერ პირველი სესიაზე ნაჩვენებ საუკეთესო დროს. ავსტრალიელი პირველ სესიაზე მესამე უსწრაფესი იყო და მაშინ მას მხოლოდ „მაკლარენის“ პილოტებმა აჯობეს.
იაპონური ეტაპი შარშან აქვს მოგებული. მაგრამ ამჯერად იმ მიღწევის გამეორება გაუჭირდბა, რადგან გადაცემათა კოლოფის შეცვლის გამო, სტარტზე საკვალიფიკაციო პოზიციაზე ხუთი ადგილით უკან დადგება. საინტერესოა, რომ „მაკლარენი“ ხვალ ზედიზედ მეხუთე პოულისთვის იბრძოლებს. ზედიზედ ხუთი კვალიფიკაცია 1999 წელს მიკა ჰაკინენმა მოიგო.
მეორე სესიაზე ჰამილტონი ისევ მეორე შედეგს დასჯერდა, მესამე კი ამჯერად სებასტიან ფეტელი იყო, რომელმაც მეორე ტიტული გასულ სეზონში სწორედ იაპონიაში გაინაღდა. არადა, გერმანელი პირველ სესიაზე მხოლოდ მე-17 ადგილს დასჯერდა.
ფერნანდო ალონსო, ვინც ჩემპიონატს ლიდერობს და მეორეზე მყოფ სებასტიან ფეტელს 29 ქულას უგებს, პირველ სესიაზე მე-11 იყო, მეორეზე კი - მე-5. ის ამბობს, რომ პრაქტიკებზე საუკეთესო დროის ჩვენება არასდროს ყოფილა მისი თვითმიზანი და რომ მთავარი კვალიფიკაციასა და რბოლაში კარგი შედეგის ჩვენება იქნება.
„მცირე სასწაულია ის, რომ მე ლიდერი ვარ. თუმცა ახლა უკვე უკეთესი მანქანა გვაქვს და ოპტიმიზმიც მომემატა. ვნახოთ, რა მოხდება. რა თქმა უნდა, ბოლომდე ვიბრძოლებ. თუ მოგებას შევძლებთ, ძალიან გამიკვირდება, რადგან ამ ეტაპზე, ჩვენი მანქანა უსწრაფესი არაა. გასულ რბოლებში, მეტნაკლებად კარგად ვიასპარეზეთ. ახლა მთავარია, რომ დარჩენილ ექვს რბოლაში შეცდომები არ დავუშვათ“, - ამბობს ალონსო.


იაპონიის დიდი პრიზი
პირველი თავისუფალი პრაქტიკა
1. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 1:34.507
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)            1:34.740
3. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                      1:34.856
4. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:35.059
5. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)                 1:35.122
6. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                          1:35.199
7. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:35.283
8. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)               1:35.299
9. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            1:35.474
10. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)       1:35.478
11. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 1:35.484
12. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                          1:35.584
13. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                       1:35.691
14. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                 1:35.724
15. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)      1:36.123
16. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)           1:36.222
17. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)             1:36.366
18. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                  1:36.389
19. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                           1:37.716
20. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი)                 1:38.295
21. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)                          1:38.616
22. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)               1:39.043
23. გიედო ფან დერ გარდე (ჰოლანდა, კატერჰემი)      1:39.374
24. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)                 1:39.688

მეორე თავისუფალი პრაქტიკა
1. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                      1:32.493
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)            1:32.707
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)               1:32.836
4. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            1:32.987
5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                   1:33.093
6. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                   1:33.107
7. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 1:33.349
8. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი)                          1:33.499
9. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:33.614
10. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)                1:33.750
11. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:33.866
12. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                         1:33.903
13. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                        1:33.983
14. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                       1:34.291
15. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)       1:34.300
16. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)      1:34.863
17. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)           1:35.080
18. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)              1:35.711
19. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი)                 1:35.870
20. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                            1:36.194
21. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)                          1:36.636
22. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)                 1:37.342
23. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)               1:37.701
24. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)    დროის გარეშე

No comments:

Post a Comment