5 ოქტომბერი
რუბენს ბარიკელო თვლის, რომ „უილიამსს“ გაცილებით
უკეთესი შედეგები ექნებოდა, მის ბოლიდებს გამოცდილი პილოტები რომ მართავდნენ.
მართალია, პასტორ მალდონადომ ბარსელონაში ესპანეთის დიდი პრიზი მოიგო, მაგრამ მას
შემდეგ, გროველებმა სულ რამდენიმე ქულის აღებაღა მოახერხეს. არადა, კვალიფიკაციებზე
ვენესუელელი ხშირად ახერხებს თავის გამოჩენას.
ყოველივეს გამო, კონსტრუქტორების პირველობაზე, „უილიამსს“
მერვე ადგილი უკავია. არადა აშკარაა, რომ გაცილებით მეტი შეუძლია. იმ 54 ქულიდან,
რომელიც გუნდის მარაგშია, თითქმის ნახევარი სწორედ ბარსელონაში გამარჯვების
წყალობითაა მოპოვებული. „უილიამსის“ წინ „ფორს ინდაა“ და მათ 21 ქულა აშორებს.
ახლანდელი საზომებით, ეს ბევრი არაა, თუმცა პილოტების არასტაბილური გამოსვლების
გამო, ფრენკ უილიამსის გუნდისთვის ეს დაუძლეველ ჩამორჩენად მოსჩანს...
ბარიკელო, რომელიც „უილიამსმა“ გასული სეზონის
ბოლოს დაითხოვა და მის ადგილზე ბრაზილიელი ბრუნო სენა მიიწვია. ბარიკელოს აზრით, პილოტების
გამოუცდელობა რომ არა, გუნდი უფრო წინაც იქნებოდა. ბრაზილიურ რადიო „ჟოვემ პანთან“
საუბრისას, ბარიკელო ამბობს, რომ არც სენა და არც მალდონადო არ არიან იმდენად გამოცდელები,
რომ მათ მანქანის პოტენციალი სრულად გამოიყენონ.
კითხვაზე, თავად რას მიაღწევდა, „უილიამსში“ რომ
იყოს, ბარიკელო პასუხობს: „ამაზე ლაპარაკი არ შემიძლია, რადგან მე ამის საშუალება
არ მომცემია. ამიტომ, ვერ ვიტყვი, რა იქნებოდა და რა - არა. მაგრამ ფაქტია, რომ
მანქანამ თავისი კონკურენტუნარიანობა გამოავლინა. გუნდმა კარგად იმუშავა და
იმსახურებს, რომ რამდენიმე საფეხურით წინ იყოს. და ეს სამწუხაროა, რადგან
დარწმუნებული ვარ, მათ ამ მანქანით, მინიმუმ იმაზე ორჯერ მეტი ქულის აღება მაინც
შეეძლოთ, ვიდრე ახლა აქვთ. ეს კი იმიტომ ხდება, რომ პილოტები გამოუცდელები არიან.
ორივე სწრაფია, მაგრამ იმ მანქანის შესაძლებლობებს ბოლომდე ვერ იყენებენ“, -
ამბობს ბარიკელო.
სხვათა
შორის, „უილიამსს“ რომ ახლა ორჯერ მეტი ქულა ჰქონდეს, გუნდურ ჩათვლაში მეექვსე
ადგილზე, „მერსედესის“ უკან იქნებოდა...
No comments:
Post a Comment