Suzuki sallies forth with new C-segment crossover
with fishy S-Cross Concept
6 ოქტომბერი
„სუძუკი“ ევროპულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს.
ძველ კონტინენტზე მომავალი წლიდან რამდენიმე ახალ მოდელს გამოიტანს, რომელთაგან
პირველი C-სეგმენტის ქროსოვერი იქნება. ამ ავტომობილის
კონცეპტუალური ვერსია, სახელად „S-ქროსი“ კი ჯერ პარიზის მოტორ შოუზე წარადგინა.
„ახალი ქროსოვერი პირველია იმ ახალ ავტომობილებს
შორის, რომლებსაც მალე ევროპელებს შევთავაზებთ. ბაზარზე ახალი პროდუქციის წარდგენა
კი 2013 წელს დაიწყება“, - ნათქვამია იაპონური კომპანიის მიერ პარიზის გამოფენაზე
გავრცელებულ რელიზში.
„S-ქროსი“ კომპაქტური ქროსოვერია, რომელიც
კომპანიისვე ინფორმაციით, „სვიფტის“, SX4-ის და „კიზაშის“ მართვადობას, გამავლობას
და ტექნიკურ მახასიათებლებს გააერთიანებს. ასევე, ის სრულამძრავიანი ტრანსმისიითაც
აღიჭურვება. ოღონდ, ჯერ არაფერი თქმულა იმაზე, თუ რომელი აგრეგატებით აღიჭურვება.
კონცეპტუალური ქროსოვერის გაბარიტებია: სიგრძე 4310
მილიმეტრი, სიგანე 1840 მილიმეტრი, სიმაღლე 1600 მილიმეტრი და ბორბლებს შორის ბაზა
2600 მილიმეტრი. ანუ ის „სუძუკი SX4-ის“ სრულამძრავიან ვერსიაზე 160 მილიმეტრით
გრძელი, 85 მილიმეტრით განიერი და 20 მილიმეტრით დაბალია. თუმცა, სიმაღლეში
სხვაობა, SX4-ის სახურავზე ბარგის სამაგრების არსებობის შედეგია.
იაპონური კომპანიის მიერ გავრცელებული რელიზის
მიხედვით, კონცეპტუალური ავტომობილი კარგი აეროდინამიკური მახასიათებლებით
გამოირჩევა. ამ მხრივ, ეფექტური გამოდგა უკნისკენ დაქანებული სახურავი, რომელმაც
ძარის გარსშემოდენილობა გააუმჯობესა. დაკიდევ, “S-ქროსის“
გარეგნობაში ყურადღებას მისი ფერიც იქცევს. იაპონურმა კომპანიამ ის სპეციალურად ამ
კონცეპტისთვის შეიმუშავა და მას „კრისტალურად მწვანე მეტალიკი“ უწოდა.
პარიზში
„სუძუკის“ არ გამოუცხადებია, აპირებს თუ არა “S-ქროსით“ უფრო პატარა SX4-ის ჩანაცვლებას. ისიც უცნობია, თუ რა აგრეგატებით
აღუჭირვება ახალი ავტომობილი. თუმცა, იაპონური კომპანია გვპირდება, რომ „S-ქროსს“
თავის კლასში ერთ-ერთი ყველაზე სუფთა გამონაბოლქვიანი ავტომობილი გახდება.
No comments:
Post a Comment