2013 Ford Fiesta gets facelifted, EcoBoosted
6 ოქტომბერი
ამ ავტომობილი პირველი ჩვენება ამერიკულმა
კომპანიამ პარიზული გამოფენის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მოაწყო. ეს
ამსტერდამში, სპეციალურ ღონისძიება „გოუ ფართერის“ დროს მოხდა, სადაც „ფორდმა“
თავისი ევროპული და გლობალური გეგმები გაგვაცნო. და მაინც, ფართო მასებმა ეს
ავტომობილი პირველად პარიზში იხილა.
ავტომობილი გარეგნულადაც განახლდა და
აღჭურვილობითაც. კერძოდ, მან უფრო აგრესიული გამომეტყველება მიიღო ალა-„ასტონ
მარტინ“. ალბათ მიაქციეთ ყურადღება რადიატორის ახლებურ მოყვანილობას, რომელიც სწორედ
„ასტონ მარტინის“ სტილს მოგაგონებთ. მთავარი ესაა, თუმცა ყურადრებას ახალი LED-ფარებიც
იმსახურებს, როგორებსაც როგორც წესი, უფრო მაღალი კლასის ავტომობილებზე თუ შეხვდებით.
მთავარი სიახლე კი ისაა, რომ ამიერიდან, სერია „ეკობუსტის“
სამცილინდრიანი 1.0-ლიტრიანი ძრავით აღჭურვილი „ფიესტას“ შეძენაც შესაძლებელია. ამაზე
უკვე ბევრჯერ დაიწერა. ამ აგრეგატის ეკონომიური ვერსიის სიმძლავრე 99 ცხენის ძალაა
და როგორც „ფორდი“ აცხადებს, ამ ძრავით აღჭუვილი „ფიესტა“ ისეთი ეკონომიურობით
გამოირჩევა, როგორითაც B-სეგმენტში სხვა ვერცერთი სხვა ავტომობილი ვერ
დაიკვეხნის. შესაბამისად, გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობაც მცირეა. ისე
კი, მყიდველს იმავე აგრეგატის უფრო მძლავრ ვერსიასაც შესთავაზებენ, რომლის
სიმძლავრეც 125 ცხენის ძალაა.
განახლებული „ფიესტა“ ახალ პლატფორმაზეა აგებული და
საკიდარიც ახალი აქვს. ამერიკული კომპანიის ინფორმაციით, ამ საკიდარის წყალობით,
ავტომობილი კიდევ უფრი დინამიური და სასიამოვნო სამართავი გახდა. არადა, ცნობილი
ფაქტია, რომ ამ მხრივ „ფიესტა“ ისედაც ყოველთვის გამორჩეული ავტომობილია.
განახლებული „ფიესტა“ ასევე აღიჭურვა სისტემა „ექტივ
სიტი სტოპით“, რომელიც დაბალი სიჩქარით გადაადგილებისას, შეჯახების თავიდან
აცილებაში დაგეხმარებათ. ეკიპირებაში შევიდა სისტემა SYNC, რომელიც ხმოვანი სიგნალებით
მართავს მულტიმედიურ სისტემას, ასევე სისტემა „ემერჯენსი ესისტენტ“, რომელიც
ავარიის შემთხვევაში, ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინებს ადგილობრივ
საგანგებო სამსახურებს.
კიდევ ერთი სიახლეა სისტემა „მაიკეი“, რაც ამ
სეგმენტში ასევე პირველია. მისი მეშვეობით, არაერთი ფუნქციის შესრულებაა
შესაძლებელი. მაგალითად, სისტემას შეუძლია, აუდიოსისტემა მანამ დაბლოკოს, სანამ ყველა
ღვედი შეიკვრება. იგივე პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება
ტრექშნ კონტროლისა და სტაბილურობის კონტროლის გათიშვა. ეს სისტემა მისწრება იქნება
მშობლებისთვის, რომლებიც მშვიდად იქნებიან, როდესაც ეცოდინებათ, რომ მათი შვილები
გასართობი სისტემით ვერ ისარგებლებენ, თუ უსაფრთხოების მოთხოვნებს არ შეასრულებენ.
მოკლედ,
„ფიესტას“ წყალობით, „ფორდს“ ყველა შანსი აქვს იმისათვის, რომ კონკურენტები
საგონებელში ჩააგდოს...
No comments:
Post a Comment