Sunday, September 30, 2012

„ფერარი FF“ პანორამული სახურავით

Ferrari Debuts New Full-Length Panoramic Roof for FF at Paris Auto Show
30 სექტემბერი
პარიზის მოტორ შოუზე, „ფერარიმ“ პრაქტიკულად მთელი თავისი სამოდელო გამა და ფორმულა ერთის გასული სეზონის ბოლიდი გამოფინა. ექსპონატებს შორის, ყველაზე მთავარი, რა თქმა უნდა, F70-ია, თუმცა მარანელოელები თავიანთ კლიენტებს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობენ. ესაა წინაძრავიანი მოდლი FF, რომელსაც გამჭვირვალე, პანორამული სახურავი აქვს.
 პრეზენტაციაზე ითქვა, რომ სახურავი ამრეკლი შუშისგანაა დამზადებული, რომელიც არც სითბოს ატარებს და არც ხმაურს. ამ სახურავის წყალობით, როგორც რელიზშია ჩაწერილი, მძღოლი და მგზავრები ისეთივე შეგრძნებებს გამოსცდიან, როგორც ღია ავტომობილით მგზავრობისას. ამასთან, იმ უპირატესობასაც შეინარჩუნებენ, რასაც ხისტი სახურავი იძლევა.
შეგახსენებთ, რომ „ფერარი FF-ს“ მამოძრავებელ ძალას 6.3-ლიტრიანი V12 ძრავი ანიჭებს, რომლის სიმძლავრე 660 ცხენის ძალა, მაქსიმალური მომენტი კი 683 ნიუტონმეტრია. ძრავთან ორდისკოიანი ქუროს მეშვეობით დაკავშირებულია 7-საფეხურიანი რობოტიზებული კოლოფი. ამ აგრეგატების დახმარებით, ავტომობილს ადგილიდან ასის აკრეფა 3.7 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 335 კმ/სთ-ს აღწევს.

„ფერარის“ არაფერი უთქვამს იმაზე, თუ რა დაჯდება შეკვეთილ ავტომობილზე პანორამული სახურავის დაყენება და ამ სიახლის კლიენტისთვის შეთავაზება როდიდან იქნება შესაძლებელი.
„ფერარის“ პავილიონში ასევე შესაძლებელია განახლებული „კალიფორნიას“ ხილვა, რომელიც 30 კილოგრამითაა შემსუბუქებული (ახლა მისი წონა 1705 კილოგრამია) და რომლის სიმძლავრეც 30 ცხენის ძალით არის გაზრდილი.

ასევე წაიკითხეთ

ელექტრული „მერსედეს SLS AMG“ – AMG-ს ყველაზე მძლავრი ქმნილება

და

„ენცოს“ შემცვლელის კარბონის შასი (ვიდეო)
და

„მაკლარენ P1“ - კარგი, ცუდი ბიჭი ფორთოხლისფერში


No comments:

Post a Comment