Friday, August 5, 2011

უებერი მერმისსაც დარჩება, მერე კი მას რიკიარდო შეცვლის

Webber Stays In F1 In 2012, Ricciardo Coming In 2013
5 აგვისტო
მალე „რედ ბულ რეისინგი“ და მარკ უებერი კონტრაქტს ერთი წლით გააგრძელებენ, რის შემდეგაც, ალბათ ისინი ერთმანეთს დაშორდებიან. ავსტრიული გუნდის კონსულტანტი, დოქტორი ჰელმუტ მარკო კი მყარ საფუძველს იძლევა იმისას, რომ ვიფიქროთ - ავსტრალიელ პილოტს გუნდში მისივე თანამემამულე დანიელ რიკიარდო შეცვლის.

უნგრული ეტაპის დღეებში, „ტუტოსპორტთან“ და „კორიერე დელო სპორტთან“ საუბრისას, მარკომ განაცხადა, რომ მისი აზრით, კონტრაქტის დასრულების შემდეგ უებერი, ვინც ახლა 34 წლისაა, ფორმულა ერთში თავის კარიერას დაასრულებს: „ის ჩვენთან კიდევ ერთ სეზონს გაატარებს და შემდეგ გადაწყვეტს, როგორ მოიქცეს. ალბათ კარიერას დაასრულებს“.
მერე კი, „რედ ბული“ გადაწყვეტს, ვინ აიყვანოს მის ადგილზე. თუმცა, მარკოს ეს პრაქტიკულად გადაწყვეტილი აქვს - უებერი რიკიარდომ (ავსტრალიელი პილოტი თავის გვარს სწორედ ასე წარმოთქვამს) უნდა შეცვალოს. 22 წლის პილოტმა ახლახანს „ისპანია რეისინგის“ მანქანით, უნგრულ ეტაპზე იასპარეზა, მისი მხარდამჭერი კი „რედ ბული“ იყო.
ავსტრალიელი პილოტი თავის მომავალზე ლაპარაკს არ ჩქარობს. „ძალიან მადლობელი ვარ „რედ ბულის“ ბიჭების, რომლებიც ჩემთვის საქებარ სიტყვებს არ იშურებენ, მაგრამ ჩემს მომავალზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. ვიმედოვნებ, რომ მათთან ერთად ასპარეზობის საშუალება მომეცემა, მაგრამ ამჟამად ჩემი მიზანი, თანგუნდელ ვიტანტონიო ლიუცის ჯობნაა. ის ჯერ ჩემზე სწრაფია“, - ამბობს ფ1-ის ახალბედა.
თავის მხრივ, უებერი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას თავისი კარიერის შესახებ თავად მიიღებს. წავა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რბოლის სურვილი აღარ ექნება. რაც შეეხება რიკიარდოს, უებერი მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს...

No comments:

Post a Comment