Sunday, December 4, 2011

„მაკლარენის“ შეფი „პირელისგან უარეს საბურავებს ითხოვს

Martin Whitmarsh tells Pirelli to give Formula 1 teams 'more headaches' next season
4 დეკემბერი
„მაკლარენის“ შეფ მარტინ უიტმარშს სურს, რომ მომავალი სეზონისთვის „პირელიმ“ ნაკლებად ხარისხიანი საბურავები აწარმოოს და ამით გუნდებს მეტი პრობლემები შეუქმნას, რაც რბოლების სანახაობრივ მხარეს გააუმჯობესებს.

„ჯენერალ მოტორსმა“ შეიძლება „ვოლტის“ ელემენტების ბლოკი შეცვალოს

GM may redesign Volt battery, offers to buy back hybrid
4 დეკემბერი
„ჯენერალ მოტორსი“ თავისი პირველი სერიული ჰიბრიდული ელექტრომობილის, „შევროლე ვოლტის“ ელემენტების ბლოკის კონსტრუქციის შეცვლაზე ფიქრობს, რადგან აშშ–ის საგზაო უსაფრთხოების ფედრალურმა სამსახურმა (NHTSA), მანქანის ტესტირების შედეგად დაადგინა, რომ ბლოკი ავარიის შემთხვევაში აალებისადმი მიდრეკილებას ავლენს.

„აუდიმ“ მომავალი სეზონისთვის ახალი „R8 LMS ულტრა“ მოამზადა

Audi Motorsport to Launch New R8 LMS Ultra for 2012 Season
4 დეკემბერი

როგორი შესაცვლელია ავტომობილი, რომელსაც 12 საერთაშორისო და ეროვნულ სარბოლო სერიაში 115 გამარჯვება აქვს მოპოვებული? პასუხი მარტივია – არ შეცვლით. მხოლოდ დიდი სიფრთხილით ჩაუტარებთ მოდიფიკაციას, რათა გამარჯვებების სერია არ შეწყდეს. და ეს პროცესი, ნებისმიერი დიდი შესაძლებლობების მქონე მწარმოებლისთვის სერიოზული გამოწვევაა.

„ფოლკსვაგენის“ პირველობა „შკოდაზეცაა“ დამოკიდებული

Volkswagen's goal of No. 1 depends on Skoda sales targets
4 დეკემბერი
თავის დროზე, კომუნისტური ჩეხოსლოვაკიის საავტომობილო კომპანია „შკოდა“ კოლაფსისგან „ფოლკსვაგენმა“ იხსნა. დღეს კი ეს კომპანია სწრაფად ვითარდება და იმ დროს, როდესაც ვოლფსბურგელები თავიანთ წარმომავლობას „ივიწყებენ“ და უფრო მაღალ (საშუალო ლუქს) სეგმენტში გადასვლას ცდილობენ, მლადა ბოლესლაველებს სახალხო ავტომობილის მწარმოებლის სტატუსზე უჭირავთ თვალი. ისინი გაყიდვების ორჯერ უფრო სწრაფ ზრდას გეგმავენ, ვიდრე „ფოლკსვაგენი“. რა თქმა უნდა, ამაში დიდ როლს გერმანული კომპანია, მის მიერ გაზიარებული ტექნოლოგიები შეასრულებს.