Saturday, August 18, 2012

„პლასტიკ ის ფანტასტიკ“

Plastic is Fantastic: Corvette Celebrates 60 Years of Advanced Lightweight Construction Materials
18 აგვისტო
დიდი ხანია, თანამედროვე სუპერ ავტომობილების ძრავების სიმძლავრე კონტროლს აღარ ექვემდებარება. „ბუგატი ვეირონი“, „ფერარი F12 ბერლინეტა“ და „ლამბორგინი ავენტადორი“ ამის პირდაპირი დასტურია. ამ ავტომობილებს ისეთი მძლავრი ძრავები ერეკება, ფ1-საც კი შეშურდება. მალე ამ კოჰორტას „ფერარი F70“ და „პორშე 918 სპაიდერი“ შეემატება...

„ბეემვე ძაგატო“ - ამჯერად კონცეპტუალური როდსტერი

BMW and Zagato Get Together Again to Create a Striking Roadster Concept
18 აგვისტო
იტალიის ვილა დ’ესტეს ელეგანტურობის კონკურსზე წარდგენილ კონცეპტუალურ კუპე „ძაგატო კუპეზე“ მიღებული დადებითი გამოხმაურების შემდეგ, „ბეემვემ“ და იტალიურმა დიზაინ ატელიე „ძაგატომ“ ამ პროექტის გაგრძელება გადაწყვიტეს. და, პებლ ბიჩის (მონტერეი, კალიფორნია) ელეგანტურობის კონკურსზე, ამ კუპეს ღია ვერსია - როდსტერი წარადგინეს.

როსი წავა, თუ „იამაჰაში“ კარგი შედეგები არ ექნება

Valentino Rossi says he will retire from MotoGP if Yamaha move doesn't bring strong results
18 აგვისტო
ვალენტინო როსი ახლახანს „იამაჰას“ დაუბრუნდა, თუმცა აცხადებს, რომ თუ ვერც იაპონურ გუნდთან ერთად შეძლებს გამარჯვებისთვის ბრძლას, მაშინ სპორტიდან წავა. რაც „დუკატიში“ გადავიდა, როსის საშინელი შედეგები აქვს. ფანებს კვარცხლბეკზე მისი დანახვა მოენატრათ. როსი ამბობს, რომ ცუდი შედეგების გამო, მოტივაციის შენარჩუნება უჭირს.

„ნისან ლიფი“ შორსაც წავა და თან გაიაფდება


2013 Nissan Leaf will go 25% further, could cost a lot less
18 აგვისტო
„ნისან ლიფის“ გაყიდვები ამერიკაში კლებულობს. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ამ ელექტრომობილს, თავის მთავარ კონკურენტ „შევროლე ვოლტთან“ შედარებით, სვლის გაცილებით მცირე მცირე სიშორე აქვს. მაგრამ იაპონურმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ მალე სიტუაციას გამოასწორებს. კერძოდ, ნებისმიერ ამინდში, მნიშვნელოვნად გაიზრდება სვლის სიშორე, რასაც ელემენტების ბლოკის გამათბობლის წყალობით მიაღწევენ.