Saturday, October 27, 2012

ალონსო დარწმუნებულია, რომ ტიტულს მოიგებს


Alonso confident he can still win F1 title
27 ოქტომბერი
ინდურ კვალიფიკაციაზე, რომელიც სებასტიან ფეტელმა დამაჯერებლად მოიგო, ფერნანდო ალონსო მეხუთე შედეგს დასჯერდა. მაგრამ ამის მიუხედავად, ესპანელი მაინც ოპტიმიზმს ავლენს. უფრო მეტიც, როგორც ამბობს, ასი პროცენტით დარწმუნებულია, რომ მესამე ტიტულს სწორედ ის მოიპოვებს.

„რედ ბული“ ინდოეთშიც ბატონობს

Vettel on India pole as Red Bull dominate
27 ოქტომბერი
ახლა რომ სეზონის დასაწყისი იყოს, ძალიან უინტერესო ჩემპიონატის მოწმენი გავხდებოდით, ჩემპიონატისა, რომელსაც ერთი მოქმედი პირი და 23 სტატისტი ეყოლებოდა. ის ერთადერთი მოქმედი პირი, ისევე როგორც გასულ სეზონში, სებასტიან ფეტელი იქნებოდა. ფეტელი და მისი „რედ ბული“ თავის ედრიან ნიუისთან ერთად. სწორედ ნიუისთან, რადგან სწორედ ამ გენიოსის წყალობით, ბოლო სამ სეზონში „წითელ ხარებს“ ბადალი არ მოეპოვებათ.

საქართველოს ჩემპიონატი წრიულ რბოლებში, მე-7 ეტაპი, GT შეუზღუდავი (27-10-2012)



საქართველოს ჩემპიონატი წრიულ რბოლებში, მე-7 ეტაპი, ფორმულა ალფა (27-10-2012)


საქართველოს ჩემპიონატი წრიულ რბოლებში, მე-7 ეტაპი, ლეჯენდსი (27-10-2012)