7 ნოემბერი
„ლენდ როვერი“ საკუთარი საწარმოო პროგრამის
მასობრივ გაფართოებას იწყებს - კომპანიის მიერ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, 2020
წელს მისი სამოდელო გამა 16-მდე გაიზრდება. ბრიტანული კომპანია, უგზოობის
ავტომობილებისა და ქროსოვერების სეგმენტების ყოველი მცირე კუთხე-კუნჭულის შევსებას
აპირებს. ავტომობილები განკუთვნილი იქნება როგორც ქალაქგარეთ, გრუნტიან გზებზე
მოგზაურობის, ასევე კომფორტული მგზავრობისა და დასვენებისთვისაც.