Thursday, July 26, 2012

„ლამბორგინიმ“ კონცეპტუალური „ურუსი“ საკუთარ შტაბ-ბინასთან გამოაჩინა

Lamborghini Showing Off Urus Concept at Italian HQ
26 ივლისი

ამ ავტომობილის სერიული ვერსიას ბაზარზე გამოსვლამდე ჯერ ბევრი დრო აქვს. თუმცა, „ლამბორგინი“ უკვე აქტიურად ცდილობს თავისი ეპოქალური სიახლის - უგზოობის „ურუსისადმი“ საყოველთაო ყურადღების მიპყრობას. მნიშვნელობა არ აქვს, როგორი იქნება გამოხმაურება - იტალიური კომპანიისთვის მთავარია, რომ მდიდარიც და ღარიბიც, პოტენციური მყიდველიც და ისიც, ვინც ვერასდროს (ან არასდროს) შეძლებს ასეთი ფუფუნების საგნის ყიდვას, ამ ავტომობილზე ლაპარაკობდეს.

„მერსედეს A-კლასს“ ფინეთშიც გამოუშვებენ

High Demand for New A-Class Forces Mercedes to Outsource Additional Production to Valmet
26 ივლისი
მართალია, მისი გაყიდვა ჯერ არ დაუწყია, მაგრამ „მერსედეს-ბენცში“ უკვე იციან, რომ A-კლასის ახალ კომპაქტურ პრემიუმ ჰეჩბეკზე მოთხოვნის დაკმაყოფილება ძალიან გაუჭირდებათ. გერმანულ კომპანიას ამ ავტომობილზე უკვე 40 000 შეკვეთა აქვს მიღებული, არადა ბაზარზე მის მიწოდებას პარიზის მოტორ შოუზე (სექტემბერშია) პრემიერის შემდეგ შეუდგება.

„მაკლარენი“ პებლ ბიჩისთვის 1000-ცხენისძალიან სიურპრიზს ამზადებს

1,000 HP McLaren F1 Successor to Debut at Pebble Beach
26 ივლისი
„მაკლარენი“ თანდათან საგზაო ავტომობილების წარმოების სფეროშიც, „ფერარის“ სულ უფრო მეტ კონკურენციას უწევს. ახლახანს უოკინგელებმა თავიანთი ჯერჯერობით ერთადერთი სერიული ავტომობილი, MP4-12C დახვეწეს, რათა მას „ფერარი 458 იტალიასთვის“ ეფექტური მეტოქეობა შეეძლოს. შემდეგ კი ამავე ავტომობილის ღია ვერსიაც გაგვაცნეს.

ანიმაციური სერიალი "მინი დრაივერს", 6-10 სერია (ვიდეო)


ანიმაციური სერიალი "მინი დრაივერს", 1-5 სერია (ვიდეო)


„ტოიოტამ“ მსოფლიო ლიდერობა დაიბრუნა

Toyota drives past GM in global sales for 1st half of 2012
26 ივლისი

შარშან რომ „ტოიოტამ“ გაყიდვებში მსოფლიო პირველობა დაკარგა, ყველამ იცოდა, რომ ეს იაპონიასა და ტაილანდში მომხდარი კატაკლიზმების ბრალი იყო. მაგრამ თუ დაკარგულ პოზიციას ასე სწრაფად დაიბრუნებდა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მისი ორი მთავარი მეტოქე - „ჯენერალ მოტორსი“ და „ფოლკსვაგენი“ ჩინეთში გაყიდვებს ორნიშნა პროცენტული რიცხვით ზრდიან, ამას ალბათ თავად იაპონურ კომპანიაშიც ვერ წარმოიდგენდნენ.

„ჰიუნდაიმ“ ავსტრალიაში მემილიონე ავტომობილი გაჰყიდა

Hyundai Sells its One-Millionth Vehicle in Australia, 26 Years After Commencing Operations
26 ივლისი

ახლახანს „ჰიუნდაიმ“ ავსტრალიაში მნიშვნელოვანი ზღვარი გადალახა - მემილიონე ავტომობილი გაჰყიდა. ეს საპატიო ნომერი მიიღო ქროსოვერმა ix35-მა, რომელიც ზოგიერთ ბაზარზე (მათ შორის ამერიკაშიც) „ტუსანის“ სახელით იყიდება. მემილიონე ავტომობილი ქალაქ პერტის იმ დილერმა გაჰყიდა, რომელმაც 26 წლის წინაც, ავსტრალიის მიწაზე „ჰიუნდაის“ პირველი ავტომობილის გაყიდვა შეძლო.

„მაკლარენის“ ანიმაცია (ტიუნდ) - ეპიზოდი 2, სლიკები (ვიდეო)

McLaren Animation - Tooned - Episode 02: Slicks
26 ივლისი