Tuesday, September 4, 2012

„ფოლკსვაგენ გოლფი“ მეშვიდე სიცოცხლეს იწყებს (ვიდეო)

2013 Volkswagen Golf: The Complete Story with Official Details, Photos and Videos
4 სექტემბერი
ეს დღეც დადგა - „ფოლკსვაგენმა“ თავისი ყველაზე პოპულარული ავტომობილის, „გოლფის“ მეშვიდე თაობა გამოუშვა. უკვე 36 წელია, ამ ავტომობილს ბაზარზე მოწინავე პოზიცია უკავია. მართალია, ბოლო წლებში პოზიციები დათმო, მაგრამ თავისი არსებობის ისტორიაში, უკვე 29 მილიონია გაყიდული. და ვოლფსბურგელები იმედოვნებენ, რომ ახალი „გოლფი“ დაკარგული პოზიციების აღდგენას შეძლებს.

ჟაკ ვილნევი ბაქოს ქუჩებში გაინავარდებს

Jacques Villeneuve to make sportscar return in Azerbaijan street race
4 სექტემბერი
ფორმულა ერთის 1997 წლის სეზონის ჩემპიონი, კანადელი ჟაკ ვილნევი, სარბოლი ავტომობილის კვლავ მიუჯდება და მონაწილეობას მიიღებს ახალ სერია „სიტი ჩელენჯის“ პირველ ეტაპზე, რომელსაც ბაქოს ქუჩები უმასპინძლებს. ასპარეზობა 6-7 ოქტომბერს, ბაქოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩაზე ჩატარდება, სადაც ახლახანს, დევიდ კულტჰარდმა „რედ ბულ RB7-ით“ ინავარდა.

ფორმულა „ფორდი“ 1.0-ლიტრიანი ეკობუსტით სუპერავტომობილებს სჯობნის

Ford's 1.0-liter EcoBoost-powered formula car beats supercars
4 სექტემბერი
„ფორდის“ 1.0-ლიტრიანი, სერია ეკობუსტის სამცილინდრიანი ძრავი, რომელიც 99 და 123 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ახლახანს წლის საუკეთესო ძრავად დაასახელეს. ის პატარა და ეკონომიურია, მაგრამ შესაფერის პირობბში, მისით აღჭურვილი ავტომობილი შეიძლება ისეთივე ტემპერამენტიანი და მკვირცხლი იყოს, როგორიც სუპერ ავტომობილებია.

„მერსედეს-ბენცმა“ ახალი S-კლასის სედანის პროფილი გვიჩვენა

Mercedes-Benz Outlines 2014 S-Class Sedan's Shape with Relief-Like Sculpture
4 სექტემბერი

ახლოვდება პარიზის მოტორ შოუ და სულ უფრო მეტ ინფორმაციას ვღებულობთ იმ ავტომობილებზე, რომლებსაც მათი შემქმნელები პირველად გვიჩვენებენ. ოღონდ, რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია არასრულია და უფრო მეტის გაგების სურვილს აჩენს. ასე ღვივდება ინტერესი გამოფენის ექსპონატებისადმი, იმ ავტომობილებისადმი, რომლებმაც მათს მწარმოებლებს მოგება უნდა მოუტანოს.

ჰამილტონმა ტვიტერზე „მაკლარენის“ ტელემეტრია გამოაქვეყნა

McLaren says Lewis Hamilton's telemetry tweet 'an error of judgement'
4 სექტემბერი
ბელგიის დიდი პრიზის შემდეგ, ლუის ჰამილტონმა ტვიტერზე თავისი მანქანის ტელემეტრიული გრაფიკები გამოაქვეყნა. ეს მონაცემები საკვალიფიკაციო რბოლის ბოლო წრიდანაა აღებული, რომლითაც ბრიტანელ მრბოლს იმის ჩვენება სურდა, რომ ჯენსონ ბატონის მანქანა ტრასაზე უკეთ იყო მორგებული, ვიდრე მისი.

ახალი „ჰიუნდაი სანტა ფე“ ოჯახიანი მყიდველებისთვის

Hyundai Counts on New Santa Fe SUV to Boost its Family Sales in the US
4 სექტემბერი
„ჰიუნდაის“ გაყიდვების ბუმი გრძელდება. კორეულმა კომპანიამ პირველ კვარტალში, მთელს მსოფლიოში 1 072 679 ავტომობილი გაჰყიდა, რაც შარშანდელი იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 16.7 პროცენტით მეტია. და ეს მაშინ, როდესაც კომპანიამ ახლახანს დიდი გაფიცვები გადაიტანა და ესეც რომ არა, თავის ავტომობილებზე მოთხოვნის დაკმაყოფილებას ძლივს ასწრებს.

„მაზერატი“ პარიზში შუაძრავიანი სპორტ ქარით წარდგება

New Maserati sports car set to debut at 2012 Paris motor show
4 სექტემბერი
მაზერატის წერილი-ტიზერი
პარიზის საავტომობილო შოუზე, „მაზერატი“ თავის ახალ ავტომობილს, ორადგილიან სპორტულ ავტომობილს წარადგენს, რომელზეც ძრავი ბაზაშია განლაგებული. იტალიურმა კომპანიამ ეს ინფორმაცია თავის კლიენტებს წერილობით შეატყობინა. წერილში აღნიშნულია, რომ „ეს იქნება ავტომობილი, რომელიც ექსკლუზიურობის, სტილის და დინამიკური შესაძლებლობების ახალ ჰორიზონტებს გადაგიშლით“.