Saturday, July 28, 2012

„კადილაკ ELR“ – „კადის“ ფორმაში გამოწყობილი “შევროლე ვოლტი“

Cadillac ELR: More Details On How the Volt Will Become a Caddy
28 ივლისი

კონცეპტუალურ ჰიბრიდულ სპორტულ ავტომობილს, რომელიც დეტროიტის 2009 წლის მოტორ შოუზე „კადილაკმა“ წარადგინა, საკმაოდ უცნაური სახელი - „კონვერჯი“ ერქვა. და თავისი დაკუთხული და საკმაოდ აგრესიული ფორმებით, რისთვისაც ბევრმა ამერიკული „გალიარდო“ დაარქვა, კარგი გამოხმაურება მიიღო. თუმცა, იქვე ბევრი გაოცებული დარჩა იმით, რომ ფაქტობრივად, ეს იყო „შევროლე ვოლტის“ ბაზაზე აწყობილი 2+2 სალონიანი პლაგ-ინ ჰიბრიდული კუპე.

„ფორდმა“ თურქეთში ახალი „ტრანზიტის“ წარმოება დაიწყო


New Ford Transit and Turneo Custom Enter Production in Turkey
28 ივლისი
 „ფორდმა“ გამოაცხადა, რომ თავის თურქულ ქარხანა „ქოჩაელი ფორდ ოტოსანში“, ახალი „ტრანზიტ კასტომის“ და „ტურნეო კასტომის“ წარმოება დაიწყო. მართალია, ამ ორ ავტომობილს თურქეთში ააწყობენ, მაგრამ მათთვის ძრავებს ამერიკული კომპანიის ბრიტანული ქარხანა (დაგენჰემის) გამოუშვებს, რომელმაც ახლახანს მე-40 მილიონე ძრავი დაამზადა.

ბერნი შემდეგ სეზონშიც 20 რბოლას გვპირდება

F1 will stick to 20 races next season, Bernie Ecclestone confirms
28 ივლისი
ფორმულა ერთის კომერციულ უფლებათა მფლობელმა ბერნი ეკლსტოუნმა დაადასტურა, რომ მომავალი სეზონის კალენდარშიც 20 ეტაპი შევა. ამასთან, მათი განლაგება დაახლოებით ისეთივე იქნება, როგორიც ამ სეზონშია. თუმცა, ერთი ახალი (ნიუ ჯერსიში) ეტაპი მაინც დაემატება. არადა, ეკლსტოუნის ამ განცხადებამდე იყო ლაპარაკი იმაზე, რომ მომავალი სეზონის კალენდარში, ეტაპების რიცხვი მოიმატებდა.

„პორშე“ თავისი სამოდელო გამის ცხრამდე გაზრდას აპირებს

Porsche plots eighth and ninth model lines to follow Macan SUV
28 ივლისი
უგზოობის „კაიენის“ წარმოების დაწყება ის ზღვარი იყო, რომლის გადალახვის შემდეგაც, „პორშე“ სულ უფრო თამამად იწყებს ახალ პროექტებს და ყოველი ახალი სიმაღლის აღების შემდეგ, თავის პროგრამას სულ უფრო აფართოებს. ამასთან, ექსკლუზიური ავტომობილების წარმოების პარალელურად, შედარებით მასობრივი მოდელების წარმოებაზეც ზრუნავს. და ყოველი შემდგომი ნაბიჯი, მისთვის უცილობლად წარმტების მომტანი ხდება.

„ოპელი“ პატარა „ადამის“ ბაზაზე ახალ ოჯახს შექმნის


Opel May Conjure Up Range of Adam-Based Cars
28 ივლისი
„ოპელ ადამის“ ოფიციალური პრემიერა ჯერ არ ჩატარებულა, თუმცა ახლავე ცნობილია, რომ ამ ავტომობილით, გერმანულმა კომპანიამ კონკურენცია „მინის“ და „ფიატ 500-ს“ უნდა გაუწიოს. და იმისათვის, რომ კონკურენცია სრულფასოვანი იყოს, რიუსელსჰაიმელები თავიანთი მეტოქეების მსგავსად უნდა მოიქცნენ - ახალი ავტომობილის ბაზაზე, სხვა ტიპის მანქანების მთელი ოჯახი უნდა ჩამოაყალიბონ, როგორც „მინიმ“ და „ფიატმა“ გააკეთეს.

ჰამილტონი უნგრეთის პოულზეა

Hamilton takes pole position, Webber struggles
28 ივლისი

საოცარი სეზონია - ბრიტანეთსა და გერმანიაში ისე ჩანდა, რომ „მაკლარენმა“ პოზიციები დათმო და ჩემპიონობისთვის ბრძოლას ორივე ფრონტზე გამოეთიშა. მაგრამ გერმანიიდან ერთი კვირის შემდეგ, უოკინგელების მჯობნი გუნდი არ ჩანს. სხვათა შორის, ჯენსონ ბატონმა ჰოკენჰაიმის შემდეგვე განაცხადა, ჩვენი მანქანა ტრასაზე უსწრაფესიაო, მაგრამ კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური ხომ იქ ფერნანდო ალონსომ დაიკავა...