Tuesday, January 4, 2011

”ლამბორგინიმ” არარსებული მოდელის გაყიდვა დაიწყო

Lamborghini Aventador for Sale

4 იანვარი

”ლამბორგინის” ჯერ ტავისი უახლესი სუპერ ავტომობილის, ”ავენტადორის” ფოტოც კი არ გამოუქვეყნებია, თუმცა ამის მიუხედავად, თავის გერმანელ დილერს - ”აუტო სალონ ზინგენს” (რომელიც სხვადასხვა მარკის ეგზოტიკური ავტომობილების გაყიდვაზეა სპეციალიზებული) მასზე შეკვეთების მიღების დაწყება დაავალა. ამასთან, ახალი ავტომობილის შესახებ ყველანაირი ტექნიკური ინფორმაციის გავრცელების უფლებაც მისცა.

ამგვარად, ”ავენტადორი” მეორე ავტომობილი, რომელზეც შეკვეთების მიღებასაც, იტალიურმა კომპანიამ, მისი წარმოების დაწყებამდე შეუდგა. პირველი ”სესტო ელემენტო” იყო, რომელმაც პარიზის საავტომობილო გამოფენაზე ყველა პირღია დატოვა და რომელსაც სანტ’აგატა ბოლონეზელები მხოლოდ 10 ცალს დაამზადებენ.

”ავენტადორი”, რომელმაც ”ლამბოს” საწარმოო პროგრამაში, მეტად წარმატებული ”მურსიელაგოს” ადგილი უნდა დაიკავოს, გერმანიაში 260 420 ევრო ეღირება. ოღონდ, ამ ფასში არ შედის საგადასახადო მოსაკრებლები, რომელთა დამატების შემდეგაც, ის 309 900 ევრომდე გაიზრდება.

ფასის გარდა, გამოქვეყნდა ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლები და სტანდარტულ ეკიპირებაში შესულ სისტემათა ჩამონათვალი. კერძოდ, როგორც ადრე გაჟონილი ინფორმაციით იყო ცნობილი, ”ავენტადორი” აღჭურვილია 6.5-ლიტრიანი V12 ძრავით, 8 250 ბრ/წთ-ზე 700 ცხენის ძალას იძლევა და რომლის მაბრუნი მომენტიც 690 ნიუტონმეტრს აღწევს. ამ მონსტრის წყალობით, ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 350 ცხენის ძალას აღწევს, ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება კი 2.9 წამში შეუძლია.

ამასთან, ”ავენტადორი” აღიჭურვება: ჰაერის კონდიცირების სისტემით, ნავიგაციით, ABS-ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემით, თავის, წინა და გვერდითა აირბალიშებით, სტაბილურობის ელექტრული კონტროლით, ტრექშნ კონტროლით, კომპიუტერით, ნამწვის კატალიზატორით, რომლის წყალობითაც, ავტომობილი გამონაბოლქვზე ევრო5 სტანდარტს დააკმაყოფილებს, ქსენონის ფარებით, ავტომატური კოლოფით, ძრავის უგასაღებო გამშვებით, კერამიკული მუხრუჭებით, წვიმის სენსორით, ამწევი სისტემით და აიპოდ-ინტერფეისით.