Wednesday, April 11, 2012

რაიკონენი „ნორმალურ“ რბოლას ნატრობს

Kimi Raikkonen wants a 'normal' race after taking fifth in wet/dry Malaysian GP

11 აპრილი
კიმი რაიკონენი ამბობს, რომ მას „ნორმალური“ რბოლა სჭირდება იმისათვის, რომ გაიგოს, რა დონეზე შეხვდა სეზონს მისი გუნდი „ლოტუსი“. სეზონის პირველ ორ რბოლაში, მან მე-7 (მელბურნში) და მე-5 (სეპანგზე) ადგილები დაიკავა. მართალია, ორწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებული მრბოლისთვის, ეს ურიგო შედეგები არაა, თუმცა კიმი თვლის, რომ გაცილებით მეტიც შეუძლია.

ლაუდას ავარია ჰოვარდის ფილმში (ვიდეო)

რონ ჰოვარდი ახალ ფილმს იღებს, სახელწოდებით „რაშ“, რომელიც ნიკი ლაუდასა და ჯეიმს ჰანტის 1976 წლის საჩემპიონო ბრძოლას ეძღვნება. ახლახანს გადამღები ჯგუფი გერმანიის ნურბურგრინგის ავტოდრომს მიადგა, რომელზეც ავსტრიელ მრბოლს უმძიმესი ავარია მოუვიდა.

ოვაციები ამ ავტობუსის მძღოლს (ვიდეო)

მხოლოდ იმას გეტყვით, რომ კლდეში არსებული ეს ვიწრო გვირაბი, სახელად ნემსის ყუნწი, სადაც ამხელა ავტობუსი ძლივს გაეტია, შტატ სამხრეთ დაკოტაში მდებარეობს...

„პაგანი“ გადამყიდველების საყვარელი ბრენდია

Pagani supercars selling for double their million-dollar list prices?
11 აპრილი

სუპერ ავტომობილები ყოველთვის იზიდავენ გადამყიდველებს. იმ დროს, როდესაც ამ იშვიათ ავტომობილების შესაძენად, რამდენიმეთვიანი ლოდინია საჭირო, გადამყიდველები როგორღაც ახერხებენ მათ შეძენას და ზოგჯერ ორმაგ ფასადაც კი ჰყიდიან. ასეთებს კომპანიები ებრძვიან, მაგრამ გადამყიდველთა მოხერხებულობას ყოველთვის როდი მოაქვს შედეგი. ამის მიუხედავად, ისინი წარმოების მოცულობის გაზრდაზე მაინც უარს ამბობენ და ასე ექსკლუზიურობას ინარჩუნებენ.

„მაზდა ტაკერი“ პარიზის შოუზე „მაზდა6-ად“ გაგვეცნობა

2014 Mazda6 Based on Takeri Concept Confirmed for Paris Motor Show
11 აპრილი
კონცეპტუალურ სედან „მაზდა ტაკერის“ მსოფლიო პრემიერა ჯერ კიდევ შარშან, ტოკიოს ავტო შოუზე შედგა, ცოტა ხნის წინ კი ის ჟენევაში ევროპელებს წარუდგინეს. და აი, ეს ავტომობილი ამერიკასაც ეწვია, სადაც პირველად ნიუ იორკის ავტო შოუზე წარსდგა. იქვე გამოცხადდა, რომ ეს „მაზდა6-ის“ მახარობელია, ავტომობილისა, რომლის სერიულ ვერსიასაც პარიზის მოტორ შოუზე ვნახავთ.

„უილიამსი“ ქალ პილოტს მფარველობს

Susie Wolff joins Williams as development driver
11 აპრილი

DTM-ის ბრიტანელი მრბოლი სუზი ვოლფი, „უილიამსის“ მრბოლთა განვითარების პროგრამას შეუერთდა. ის ადრე სუზი სტოდარტის სახელით იყო ცნობილი. მან გერმანიის ტურიზმის კლასის ჩემპიონატში უკვე ექვსი სეზონი გაატარა. ცოტა ხნის წინ, ის „უილიამსის“ აქციონერ ტოტო ვოლფის მეუღლე გახდა და მისსავე გვარზე გადავიდა.

„MR ქარ დიზაინის“ „ოპელ ინსიგნია OPC“

MR Car Design Slams Down and Powers up the Opel Insignia OPC
11 აპრილი
გერმანულმა სატუნინგო კომპანია „MR ქარ დიზაინმა“ თავის მორიგ „საკბილოდ“ „ოპელის“ სპორტული სედანი „ინსიგნია OPC“ აირჩია, რომელსაც ისედაც არ აკლია ტემპერამენტი და ცხენის ძალები. ტუნინგისთვის აირჩიეს „ინსიგნიას“ ყველაზე მძლავრი მოდიფიკაცია, რომელიც 321 ცხენის ძალით და სრულამძრავიანი ტრანსმისიით იზიდავს ტემპერამენტიანი ავტომობილების მოყვარულთ.