Tuesday, July 17, 2012

„აუდი R9“ - დამოუკიდებელი დიზაინერის კონცეპცია

Audi R9: A Design Study for a High-Performance Sports Saloon
17 ივლისი
წლების განმავლობაში, „აუდიმ“ არაერთხელ დაამტკიცა, რომ მისთვის უცხო სეგმენტებში შეღწევის შიში საერთოდ არ აქვს და როცა ამას აკეთებს, ყველაფერი შესანიშნავად გამოსდის. მაგალითები გნებავთ? – „კვატრო“, R8, A5 და „A7 სპორტბეკი“ არასრული, თუმცა მრავლისმეტყველი სიაა...

ესპანური ასპიტი „ბეემვეს“ V8 ძრავით

Aspid Teases BMW V8-Powered GT-21 Invictus Sports Car
17 ივლისი
სუპერ ავტომობილების მწარმოებელმა ესპანურმა კომპანია „ასპიდ ქარზმა“ გამოაქვეყნა პირველი ფოტო ტიზერები თავისი ახალი ავტომობილისა, რომელსაც სახელად „GT-21 ინვიქტუსი“ ეწოდა. ამ ავტომობილში ჩასაჯდომი ფორმულაა 2+2 და ის ამ კომპანიის პირველი ავტომობილის, ლეგენდარულ „ლოტუს 7-ის“ შთაგონებით შექმნილ „სუპერ სპორტსის“ (SS-ის) უფრო სრულყოფილი და დიდი ვარიანტია.

„ლექსუსი“ კონცეპტუალურ კუპე LF-LC-ს გამოუშვებს

Lexus LF-LC Coupe Reportedly Heading for Production
17 ივლისი
როდესაც დეტროიტის წლევანდელ მოტორ შოუზე, კონცეპტუალური 2+2 კუპე LF-LC წარადგინა, „ლექსუსმა“ გამოაცხადა, რომ ამ ავტომობილის სერიულად წარმოებას არ აპირებდა. მაგრამ გავიდა რამდენიმე თვე და იაპონური კომპანიისგან გაჟონა ინფორმაციამ, რომელიც საპირისპიროს გვპირდება.