Volt Considerably Outsells Leaf in July
2 აგვისტო
როგორც ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ „ნისანის“
ელექტრომობილი „ლიფი“ ბაზარზე უფრო ადრე გამოვიდა, გაყიდვების რიცხვით მას „შეცროლე“
პლაგ-ინ ჰიბრიდული ელექტრომობილი „ვოლტი“ მაინც სჯობნის. უფრო მეტიც, ივლისში
იაპონური კომპანიის გაყიდვები შემცირდა, „ვოლტისა“ კი - გაიზარდა.
„შევროლემ“ ივლისში 1849 „ვოლტი“ გაჰყიდა, რაც ივნისის
გაყიდვებთან შედარებით, 89 ავტომობილით მეტია. რა თქმა უნდა, ზრდა უმნიშვნელოა,
მაგრამ თუ გავითვალისწინებთ გაყიდვების მცირე მთლიან მოცულობას, ეს ზრდაც
ყურადღებას იმსახურებს. რაც შეეხება „ლიფს“, იაპონური კომპანიისთვის სამწუხაროდ,
ამ ელექტრომობილის გაყიდვები საკმაოდ სწრაფად კლებულობს. მაგალითად, თუ ივნისში
535 ცალი „ლიფის“ გაყიდვა მოხერხდა, ერთი თვის შემდეგ ავტომობილს მხოლოდ 395 მყიდველი
გამოუჩნდა. შედარებისთვის, შარშანივლისში „ნისანმა“ 931 ცალი „ლიფის“ გაყიდვა
შეძლო.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ თუ იაპონური კომპანია
რამეს სასწრაფოდ არ იღონებს, ადრე თუ გვიან დადგება მომენტი, როდესაც „ლიფის“ შოურუმებიდან
ამოღება მოუწევს. არადა, ეს იმის მიუხედავად ხდება, რომ „ვოლტს“ შარშან სერიოზული
პრობლემები ჰქონდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. თუმცა, ახლა სიტუაცია შეცვლილია
და ელემებტების ბლოკებთან დაკავშირებული პრობლემები „ლიფს“ აქვს და ეს მის
გაყიდვებზე ძალიან უარყოფითად აისახება.
ასევე წაიკითხეთ
„ჰირიკო“ – დასაკეცი ელექტრომობილი
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/01/blog-post_25.html
გორდონ მარი ავტოინდუსტრიაში რევოლუციას ამზადებს
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/06/blog-post_7622.html |
No comments:
Post a Comment