Monday, August 6, 2012

„ფორდს“ ჩინეთში ჰენრი ფორდი დაეხმარება

Ford taking Model T-like approach in China
6 აგვისტო

„ფორდ მოტორ კომპანიმ“ კარგად იცის, როგორ უნდა შეიქმნას იმპერია ყველაზე დაბალფასიანი ავტომობილების წარმოებით. ეს ამერიკულ გიგანტს მისმა შემქმნელმა, ჰენრი ფორდმა ასწავლა. მაგრამ ჩინურ ბაზარზე, აქამდე ამ ცოდნას და გამოცდილებას არ იყენებდა - იქ „ფორდის“ ავტომობილები ძვირია და თანაც, მყიდველს ძალიან მწირ არჩევანს სთავაზობენ.

„არინერამ“ თავის სუპერავტომობილს სახელი შეუცვალა

Arrinera Redesigns and Renames its Supercar to the Very Pagani-like Sounding Hussarya
6 აგვისტო
„ჰუსარია“ - ასე ჰქვია პოლონურ სუპერავტომობილს, რომლის სახელიც შეიძლება უცებ „პაგანის“ „ჰუაირაში“ აგერიოთ. მისი მწარმოებელია კომპანია „არინერა“, რომელსაც სხვათა შორის, სახელი ასევე შეცვლილი აქვს. ადრე მას „ვენო ავტომოტივი“ ერქვა.

„ლოტუსში“ ოპტიმისტური განწყობაა

Lotus convinced it can have a stronger second half of the 2012 F1 season
6 აგვისტო
„ლოტუსის“ პილოტები პელოტონში უსწრაფესთა შორის არიან, მაგრამ სეზონში, რომელსაც უკვე შვიდი გამარჯვებული ჰყავს, ამათს ანგარიშზე ერთი მოგებაც არაა. თუმცა, მათი სარბოლო ოპერაციების დირექტორი ალენ პერმენი დარწმუნებულია, რომ გამარჯვებისადმი გუნდის თავგანწირული ლტოლვა, ბოლოს და ბოლოს, სასურველ შედეგს მოიტანს.

ბასკური „ჰირიკო ფოლდი“ მოქმედებაში (ვიდეო)

Hiriko Fold EV Shows Off in Spain
6 აგვისტო
ცოტა ხნის წინ, ეს საინტერესო, დასაკეცი, საქალაქო ელექტრომობილი გაგაცანით. ის ჯერ კონცეპტუალური სახით არსებობს და იმდენად არარეალურია, რომ შეიძლება ბევრმა ჩათვალა - ამის ბედი პერსპექტიული პროექტების თაროზეა. მაგრამ ბასკები, რომლებიც ამ ავტომობილის სულის ჩამდგმელები არიან და მათი პარტნიორები მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან და ევროპარლამენტიდან, თაროსთვის არ გარჯილან. ისინი ორიგინალური ჩანაფიქრის განსახორციელებლად ძალღონეს არ იშურებენ.