Tuesday, February 21, 2012

„ლამბორგინიმ“ მე-12 000 „გალიარდო“ გამოუშვა

Lamborghini Gallardo
21 თებერვალი
თავის სანტ’აგატა ბოლონეზეს ქარხანაში, „ლამბორგინიმ“ მე-12 000 „გალიარდო“ გამოუშვა. ამგვარად, ეს არის სუპერ ავტომობილების მწარმოებელი იტალიური კომპანიის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი. ცნობისათვის, ქარხანამ მეათიათასე „გალიარდო“ 2010 წლის ზაფხულში გამოუშვა.

„რენომ“ საფრანგეთში ელექტრომობილ „ტვიზის“ გაყიდვა დაიწყო

Renault Twizy
21 თებერვალი
„რენომ“ საფრანგეთში თავის ყველაზე პატარა ელექტრომობილ „ტვიზის“ გაყიდვა დაიწყო. საბაზო მოდიფიკაციის „ტვიზის“ ფასი 6 990 ევროა, რასაც ეკოლოგიური ავტომობილებისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათი (სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა თანხაა) გამოაკლდება. ამასთან მყიდველს თვეში 45 ევროს გადახდა ელემენტების ბლოკის იჯარისთვის მოუწევს. როგორც „რენო“ აცხადებს, იმ ანგარიშით, რომ წელიწადში საშუალო ფრანგი დაახლოებით 7 500 კილომეტრს გადის, „ტვიზის“ შენახვა სამადგილიან სკუტერზე დაახლოებით 15 პროცენტით იაფი დაჯდება.

"მერსედს W03-ის" პრეზენტაცია (ვიდეო)


შუმახერი ახალი მანქანის პოტენციალით კმაყოფილია

Michael Schumacher pleased with new Mercedes F1 car potential
21 თებერვალი
ახალი მანქანით ჩატარებული პირველი ტესტების შემდეგ, მიხაელ შუმახერი ძალიან კმაყოფილი დარჩა. გერმანელმა ბარსელონას ტრასას 51 წრე დაარტყა და მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ მე-6 დრო აჩვენა, განაცხადა, რომ W03-ს დიდი პოტენციალი გააჩნია. ტესტების დროს, მის მანქანაზე ჰიდრავლიკურ სისტემას პრობლემა შეექმნა, თუმცა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს მანქანის მართვადობა ძალიან მოეწონა.

„ლოტუსმა“ ბარსელონას ტესტები გააუქმა

Lotus F1 team pulls out of Barcelona test due to chassis problems
21 თებერვალი
„ლოტუსის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ აღარ გააგრძელოს ბარსელონას ტესტები და იმ პრობლემის მიზეზები გამოიკვლიოს, რომლებიც მეორე შასის აღმოაჩნდა. გუნდი მზად იყო, ინგლისიდან სასწრაფოდ გამოეხმო პირველი შასი, რომლითაც მისმა პილოტებმა - კიმი რაიკონენმა და რომენ გროჟანმა ხერესის ტესტებზე 1788 კილომეტრი გაიარეს.

ბარსელონას ტესტების პირველ დღეს ფეტელი უსწრაფესია

Sebastian Vettel quickest on first day of F1 testing at Barcelona
21 თებერვალი
ბარსელონაში წინასასესონო ტესტების მეორე ეტაპი დაიწყო, რომელზეც „მერსედესმა“ პირველად გამოიყვანა თავისი ახალი სარბოლი ავტომობილი. ერთადერთი გუნდი, რომელმაც ძველი მანქანით ივარჯიშა, „მარუსია“ იყო, რომელმაც საჭე პირველად მიანდო თავის ახალ პილოტს, ფრანგ შარლ პიკს.

ყველა დროის ყველაზე მძლავრი საგზაო "ფერარი" (ვიდეო)

რამდენიმე დღე და „ფერარი“ თავის ახალ სუპერ ავტომობილს გაგვაცნობს, რომლითაც „599 GTB ფიორანოს“ შეცვლის. ახალი ავტომობილი გასაიდუმლოებულ ვითარებაში შეიქმნა, დაიხვეწა და წარმოებისთვის მომზადდა. რამდენჯერმე ინტერნეტში ტესტებისას გადაღებული ფოტოები გაჩნდა, რომლებზეც ის საგულდაგულოდ შენიღბული ჩანდა.

„მერსედეს GP-მ“ W03 წარმოადგინა

Mercedes unveils its W03 2012 Formula 1 car
21 თებერვალი
ეს დღეც დადგა - „მერსედეს GP-მ“ თავისი ახალი სარბოლი ავტომობილი, W03 გაგვაცნო. პრეზენტაცია საქმიან ვითარებაში, ბარსელონას მონტმელოზე, ტესტების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გაიმართა. ახალ მანქანას საბურველი გუნდის გერმანელმა პილოტებმა - მიხაელ შუმახერმა და ნიკო როსბერგმა ჩამოხსნეს.