1 სექტემბერი
დიზელ-ელექტრულ კონცეპტუალურ ავტომობილს, სახელად XL1,
რომელიც შარშან, ყატარის მოტორ შოუზე წარადგინა, „ფოლკსვაგენი“ წარმოებისთვის
ამზადებს. დღესვე შეიძლება ითქვას, რომ ეს იქნება გერმანული ავტოგიგანტის
ისტორიაში ყველაზე რადიკალური გარეგნობის მქონე ავტომობილი. ამის მიუხედავად, „ფოლკსვაგენის“
მთავარმა აღმასრულებელმა მარტინ ვინტერკორნმა მისი წარმოების გადაწყვეტილება
ყატარშივე გამოაცხადა.