Wednesday, May 30, 2012

„რენო“ ბრენდ „ალპინის“ აღდგენას ფიქრობს


Renault Alpine A110-50's Run at the Monaco GP, COO Says there's a 50% Chance to Revive the Brand
30 მაისი
გარდა იმისა, რომ ავსტრალიელმა მარკ უებერმა რბოლა მისი ძრავით მოიგო, მონაკოს დიდი პრიზი „რენოსთვის“ იმითაც იყო გამორჩეული, რომ ფ1-ის რბოლის წინ, ფრანგულმა კომპანიამ საზოგადოებას თავისი ახალი კონცეპტუალური ნამუშევარი - „რენო ალპინ A110-50“ წარუდგინა. რბოლის სტარტამდე, კონცეპტუალური სუპერ ავტომობილი ტრასაზე (ფოტოზე) თვით ფრანგული კომპანიის მთავარმა საოპერაციო დირექტორმა კარლოს ტავარესმა გამოიყვანა.

"ზაუბერმა" შუაზე გაჭრილი ბოლიდი გვიჩვენა (ვიდეო)

Sauber offers unique insight into intricacies of a modern F1 car with new video
30 მაისი
„ზაუბერმა“ გამოაქვეყნა ფილმი, რომელზეც შვეიცარიული გუნდის სარბოლი ავტომობილი შუაზე გაჭრილია ნაჩვენები. მიკროფილმი, რომლის ხაგრძლივობაც მხოლოდ 5 წუთია, მანქანის აგებულებაზე წარმოდგენას გვიქმნის. რაც ნაკლებად გასაგებია, იმას გუნდის მთავარი დიზაინერი მეტ მორისი გვიხსნის. ის აღწერს, თუ რამდენად ოპტიმალურადაა განლაგებული საკმაოდ პატარა ზომის მანქანაში, მისი აგრეგატები და ნაწილები. მოგვიანებით, მას მექსიკელი სერხიო პერესი უერთდება, რომელსაც გაჭრილი მანქანის კოკპიტში ათავსებენ...

„ალფა რომეომ“ ვილა დ’ესტეს ელეგანტურობის კონკურსი მოიგო


Alfa Romeo takes top honors at Villa d'Este
30 მაისი
იტალიაში, ტბა კომოს სანაპიროზე არსებულ ვილა დ’ესტეში, „ბეემვეს“ სპონსორობით ჩატარდა ტრადიციული ელეგანტურობის კონკურსი, რომელიც „ალფა რომეოს“ ტრიუმფით დაგვირგვინდა. კონკურსის მთავარი ჯილდო, 1933 წელს გამოშვებულმა კუპე „ალფა რომეო 6C 1750 GS-ს“ ერგო, რომელსაც ძარა ფირმა „ფიგონიმ“ დაუმზადა.

Tuesday, May 29, 2012

„პეჟო“ თავისი მოდელების სახელების სტრუქტურას ცვლის


Peugeot revamps naming structure
29 მაისი
„პეჟომ“ თავისი ავტომობილების სახელების ახალი სტრუქტურის შემოღების შესახებ გამოაცხადა. ამიერიდან, ფრანგული კომპანიის ყველა ახალი ავტომობილის სახელი ციფრ 1-ით, ან 8-ით დასრულდება.

„ნისან მიკრა“ „იაგუარის“ ტყავში


Mitsuoka Launches Third Generation of its Retro-fused Viewt
29 მაისი
იაპონური კომპანია „მიცუოკა“ ექსცენტრიული გარეგნობის ავტომობილებს უშვებს, სახელი კი პატარა „ვიუტით“ გაითქვა, რომლის საფუძვლადაც „ნისან მარჩს“ (იგივე მიკრას) იყენებს. ეს ავტომობილი 1960-იანი წლების „იაგუარ მარკ 2-ის“ დაპატარავებულ ვერსიას მოგაგონებთ. მცირე ზომები რომ არა, მისი მაღალხარისხიანი ასლი იქნებოდა.

Monday, May 28, 2012

მონაკომ მასას იმედი დაუბრუნა


Monaco marks a turning-point for Massa
28 მაისი
„ფერარი“ და ფელიპე მასა იმედოვნებენ, მონაკოს ვიწრო ქუჩების რბოლით დასრულდა ბრაზილიელი პილოტის კარიერის ყველაზე რთული მონაკვეთი, რის შემდეგაც მისი კარიერა უკეთესობისკენ შემობრუნდება. ქალაქ სახელმწიფოში მასამ მეექვსე ადგილი დაიკავა და ამისათვის ჯილდოდ საკლასიფიკაციო 8 ქულა დაიმსახურა. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ მან რბოლა ლიდერებთან ერთად დაასრულა, გამარჯვებულ მარკ უებერს კი 6.195 წამით ჩამორჩა.

„ფერარი“ კლეპტონისთვის

Ferrari Officially Reveals Eric Clapton's One-Off SP12 EC
28 მაისი
„ფერარიმ“ დაასრულა იმ შეკვეთის შესრულება, რომელიც სახელოვან როკ-მუსიკოს ერიკ კლეპტონისგან მიიღო. „პინინფარინს“ დახმარებით შემუშავებული ავტომობილის სახელია „ფერარი SP12 EC“. სახელში SP სპეციალურ პროექტს ნიშნავს, EC კი - ერიკ კლეპტონს. 12 არის მოდლ 512BB-ს ნაწილი, ავტომობილის, რომლის შთაგონებითაც ერთჯერადი მოდელი შეიქმნა.

„ასტონ მარტინის“ „მოულოდნელი“ კონცეპტუალური სიახლე


Aston Martin Previews New DBS with AM310 Concept at Concorso d'Eleganza
28 მაისი
იტალიაში, ტბა კომოსთან ფგამართულ ვილა დ’ესტეს ელეგანტურობის კონკურსზე, ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი გახდა „ასტონ მარტინის“ კონცეპტუალური პროექტი AM310, რომელიც მალე პოპულარულ DBS-ის შესაცვლელადაა შემუშავებული. უფრო მეტიც, შოუზე წარმოდგენილი ექსპონატი უბრალო კონცეპტუალური მოდელი კი არა, ახალი ავტომობილის წინასერიული ვერსია აღმოჩნდა.

"ტოიოტას" შეფი ნასქარ-ის "ქემრის" ტესტავს (ვიდეო)

როდესაც „ტოიოტას“ მთავარმა აღმასრულებელმა აკიო ტოიოდამ ნასქარ-ის სპრინტის თასის სერიისთვის განკუთვნილი ახალი სარბოლი „ქემრის“ გამოცდაში მონაწილეობის მიღება ისურვა, თანამგზავრად სახელოვანი კეილ ბუში აირჩია. ამ კაცს, ნასქარ-ის სამ სერიაში, 85 რბოლა აქვს მოგებული და ყველა „ტოიოტას“ მანქანებით. მაგრამ აკიომ საჭე არ „ანდო“. „დაიტონა ინტერნეიშნლ სპიდუეიზე“ მანქანა თავად გამოაგრიალა...

„რედ ბულ RB8-ს“ ძირი ისევ საკამათოა


FIA plans to resolve Red Bull car's floor row over next few days
27 მაისი
„რედ ბულის“ მანქანის ძირთან დაკავშირებით, კვლავ არსებობს მოსაზრება, რომ ის FIA-ს (საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის) ტექნიკურ რეგლამენტს არ შეესაბამება. ამიტომ, FIA ამ საკითხის მოგვარებას აპირებს და ამას კანადურ დიდ პრიზამდე გააკეთებს.

Sunday, May 27, 2012

დარიო ფრანკიტი - ინდი 500-ის სამგზის ტრიუმფატორი

Franchitti wins Indy 500 for third time
27 მაისი
შოტლანდიელი დარიო ფრანკიტის გამარჯვებით დასრულდა ინდი 500-ის 96-ე რბოლა, ერთ-ერთი ყველაზე ძველი და პრესტიჟული რბოლა მსოფლიო ავტოსპორტის ისტორიაში. 39 წლის ფრანკიტიმ რბოლა მე-16 პოზიციიდან დაიწყო და პელოტონს სათავეში პირველად მხოლოდ 151-ე წრეზე (200-დან) მოექცა. არადა, პირველი პიტსტოპის შესრულებისას, ბოქსებში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, პელოტონის ბოლოშიც კი ამოჰყო თავი.

ლოებმა აკროპოლისის რალი მოიგო

Flawless Loeb clinches victory in Greece
27 მაისი
მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონმა, ფრანგმა სებასტიან ლოებმა მესამედ მოიგო აკროპოლისის (საბერძნეთის) რალი და მსოფლიო ჩემპიონატის პილოტების კლასიფიკაციაში, თანაგუნდელ მიკო ჰირვონენთან უპირატესობა 31 ქულამდე გაზარდა.

უებერი - მეექვსე გამარჯვებული!

Webber wins from pole in Monaco
27 მაისი
მარკ უებერმა მონაკოს დიდი პრიზი მოიგო და მიმდინარე ჩემპიონატის ტრადიციაც გაგრძელდა - უკვე გამართულ 6 რბოლას, ამდენივე გამარჯვებული ჰყავს. ჩემპიონატს კი ერთპიროვნული ლიდერი გამოუჩნდა - ფერნანდო ალონსო. საოცარია, მაგრამ რაც უფრო ხშირად ამბობენ „ფერარის“ წარმომადგენლები, საჩემპიონო ბრძოლისთვის ჯერ მზად არ ვართო, მით ხშირად ჩანს მათი ჯილა მოწინავეთა შორის. „მაკლარენი“ კი, ვისაც ყველა ფავორიტად მიიჩნევს, კვარცხლბეკიდანაც დაიკარგა...

„ტოიოტა“ განვითარებადი ბაზრებისთვის 8 კომპაქტურ ავტოს გამოუშვებს


Toyota plans 8 compact cars for emerging markets
27 მაისი
ტოიოტა დეარ ქინ
„ტოიოტამ“ გამოაცხადა, რომ 2015 წლამდე ბაზარზე 8 ახალ ავტომობილს გამოუშვებს, რომლებიც განვითარებადი ქვეყნების ბაზრებისთვის იქნება განკუთვნილი. ამგვარად, იაპონური კომპანია იმედოვნებს, რომ ამ ბაზრებზე (ჩინეთი, ბრაზილია, ინდოეთი) დაწინაურებულ „ფოლკსვაგენს“ და „ჯენერალ მოტორსს“ კონკურენციას გაუწევს.

Saturday, May 26, 2012

შუმახერმა კვალიფიკაცია მოიგო, პოული კი უებერს ერგო


Schumacher hands Monaco pole to Webber
25 მაისი
როსბერგი, შუმახერი, უებერი
უკვე ზედიზედ მეორე რბოლაა, სასტარტო პოულ პოზიციას ის მრბოლი იკავებს, ვინც კვალიფიკაცია მეორე ადგილზე დაასრულა. ესპანეთში ლუის ჰამილტონმა მოიგო, მაგრამ დააჯარიმეს და წინ პასტორ მალდონადო დადგა, ვინც რბოლაც მოიგო. მონაკოს დიდ პრიზზე კი კვალიფიკაცია მიხაელ შუმახერის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ესპანეთიდან „წამოღებული“ მინი-დისკვალიფიკაციის გამო, სტარტზე ხუთი ადგილით უკან დადგება. პოული კი მარკ უებერს ერგო...

Friday, May 25, 2012

„ბეემვე Z4 ძაგატო კუპე“ ვილა დ’ესტეს წინ გაგვეცნო (ვიდეო)


BMW Z4 Zagato Coupe Unveiled Ahead of Concorso d’Eleganza Villa d’Este, Should it be Built?
25 მაისი
როგორც წესი, „ბეემვე“ თავისი Z სერიის როდსტერების კუპე ვერსიებსაც აწარმოებს ხოლმე. თუმცა მეორე თაობის Z4-ზე რომ რბილი მოსახსნელი სახურავი მყარით შეიცვალა, ბევრმა იფიქრა, რომ ბავარიელები კუპეს ვერსიაზე უარს იტყოდნენ. მაგრამ როგორც ჩანს, ასე არ ხდება. ყოველ შემთხვევაში, „ბეემვემ“ იტალიურ ატელიე „ძაგატოსთან“ ერთად, კონცეპტუალური Z4 კუპე შეიმუშავა, რომელსაც საზოგადოებას პირველად ვილა დ’ესტეს ელეგანტურობის კონკურსზე წარადგენს.

„რენო ალპინ A110-50“ - ლეგენდა ბრუნდება (ვიდეო)

Renault Alpine A110-50 Concept with Nissan V6 Revealed
25 მაისი

როგორც დაგეგმილი ჰქონდა, „რენომ“ პარასკევს თავისი უახლესი კონცეპტუალური ავტომობილი „ალპინ A110-50“, საზოგადოებას ოფიციალურად მონაკოში წარუდგინა. პრეზენტაციაზე ითქვა, რომ ეს არის ლეგენდარული „ალპინ A110 ბერლინეტას“ შექმნიდან 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით დამზადებული კონცეპცია.

„ფერარიმ“ ლოიკ ბიჟუა აეროდინამიკის შეფად დანიშნა


Ferrari signs new aero boss Bigois - report
25 მაისი
„ფერარიმ“ კონტრაქტი გააფორმა აეროდინამიკის ფრანგ სპეციალისტ ლოიკ ბიჟუასთან. ამ ინფორმაციას იტალიური ავტორიტეტული ავტოსპორტული გამოცემა „აუტოსპრინტი“ ავრცელებს. ამ ჟურნალმა ბიჟუას მარანელოელთა რიგებში გადასვლის ჭორზე პირველი ნიუსი ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გაავრცელა. მაგრამ მაშინ ეს მხოლოდ ჭორი იყო.

„მაკლარენი“ ჰამილტონს 150 მილიონს შესთავაზებს

McLaren set to offer Hamilton $150m - reports
25 მაისი
მონაკოში დრეს დასვენების დღე იყო, თუმცა მედიას ამისთვის სად ეცალა - ბრიტანულ პრესაში გავრცელდა სენსაციური ინფორმაცია, რომელიც გვატყობინებს, რომ „მაკლარენი“ მზადაა, ლუის ჰამილტონს კონტრაქტის ხუთი წლით გაგრძელება შესთავაზოს და ამ ხუთ წელიწადში 150 მილიონი დოლარი გადაუხადოს.

„მაკლარენის“ ბიჭები „ლოტუსს“ ფავორიტად მიიჩნევენ


McLaren duo say Lotus the car to beat after Monaco Grand Prix practice
25 მაისი
„მაკლარენის“ მრბოლები - ჯენსონ ბატონი და ლუის ჰამილტონი ამბობენ, რომ მონაკოს დიდი პრიზის თავისუფალ პრაქტიკებზე „ლოტუსი“ ფავორიტად გამოიკვეთა.
პირველ სესიაზე, საჭის პრობლემების გამო, კიმი რაიკონენმა ვერ ივარჯიშა და მეორე სესიაზეც, უამინდობის გამო, ცოტა წრე გაიარა. სამაგიეროდ, ორივე სესიაზე, მეორე უსწრაფესი იყო მისი თანაგუნდელი რომენ გროჟანი. სწორედ გროჟანის გამოსვლა აძლევს „მაკლარენის“ პილოტებს ასეთი ვარაუდის გამოთქმის საბაბს.

„ბეემვეს“ ახალი შეფ-დიზაინერი ჰყავს


BMW names Karim Habib new design chief
25 მაისი
კარიმ ჰაბიბი - ასე ჰქვია გერმანული კომპანიის ახალ მთავარ დიზაინერს. ის წარმოშობით ლიბანელია, მოქალაქეობით კი - კანადელი. დიზაინერობის გარდა, ის ინჟინერიცაა. ბავარიული კომპანიის არაერთ პროექტში მიუღია მონაწილეობა, ბოლოს კი მე-7 სერიის სტილზე მუშაობდა. მისი ყველაზე წარმატებული პროექტია კონცეპტუალური სპორტული სედანი CS, რომელმაც საყოველთაო მოწონება დაიმსახურა.

Thursday, May 24, 2012

„პეჟო 301“ - ბიუჯეტური სედანი პარიზულ პრემიერამდე გაგვაცნეს


Peugeot's New 301 Budget Compact Saloon Revealed Ahead of Paris Debut
24 მაისი
„პეჟომ“ თავისი ყურადრება განვითარებადი ქვეყნების ბაზრებზე გადაიტანა და ამ მიმართულებით, უკვე პირველ სერიოზულ ნაბიჯსაც დგამს - მალე დაიწყებს კომპაქტურ სედან 301-ის წარმოებას, რომლის მსოფლიო პრემიერაც პარიზის მოტორ შოუზე გაიმართება. თუმცა, პრემიერამდე კარგა ხნით ადრე, ის ინტერნეტის მეშვეობით გაგვაცნო.

„ლოტუსმა“ რაიკონენი რალიზე არ გაუშვა


Lotus Formula 1 team denies Kimi Raikkonen permission to contest Rally Finland
24 მაისი
როგორც ჟურნალი „ავტოსპორტი“ გვატყობინებს, „ლოტუსი“ კიმი რაიკონენს ფინეთის რალიზე ასპარეზობის უფლებას არ მისცემს. მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონს სურდა, რომ ფორმულა ერთის აგვისტოს პაუზის დროს, საშინაო რალიზე იასპარეზოს, მაგრამ „ლოტუსის“ პოზიცია გასაგებია - ამ გუნდმა შარშან სწორედ რალის გამო დაკარგა თავისი ლიდერი - პოლონელი რობერტ კუბიცა.

პრაქტიკებზე უსწრაფესი ბატონია


Button flies in wet Monaco practice
24 მაისი

მიუხედავად იმისა, რომ მეორე პრაქტიკის ნორმალურ მსვლელობას, ხელი წვიმამ შეუშალა, წინა სესიის დროები მაინც გაუმჯობესდა. საუკთესო შედეგი კი „მაკლარენის“ ბრიტანელ ჯენსონ ბატონს ჰქონდა, ვინც სუპერ რბილი რეზინით, წრე წუთსა და 16 წამზე ნაკლებში ერთადერთმა გაიარა.

პერესი შუა სეზონში „ფერარიში“ არ გადავა


Perez says he would turn down a mid-season switch to Ferrari
24 მაისი
სერხიო პერესი ამბობს, რომ შუა სეზონში გუნდს არ გამოიცვლის, თუნდაც შეთავაზება „ფერარისგან“ მიიღოს. ასე რომ, მიმდინარე სეზონს აუცილებლად „ზაუბერში“ დაასრულებს. მექსიკელი მრბოლი, „ფერარის“ ახალგაზრდა მრბოლების პროგრამის წევრია, რის გამოც, მის მომავალს ბევრი სწორედ იტალიურ გუნდს უკავშირებს.

კონცეპტუალური „რენო ალპინი“ პრემიერისთვის მზადაა


Renault Confirms New Alpine Concept Sports Car with 400-Horses
24 მაისი
სულ რამდენიმე საათი დარჩა ამ ავტომობილის პირველ ჩვენებამდე. ფრანგულმა კომპანიამ საპრემიეროდ ყველაზე პრესტიჟული დრო და ადგილი შეარჩია - მონაკო და მონაკოს დიდი პრიზი. საფრანგეთის სამხრეთში მდებარე ამ პატარა ქალაქ-სახელმწიფოში ხვალ ფორმულა ერთის ძრავები არ იღმუვლებენ. სამაგიეროდ, კონცეპტუალური „ალპინის“ პრემიერა გაიმართება, ავტომობილისა, რომლის წინაპარმაც სწორედ რბოლებში გაითქვა სახელი.

პირველ პრაქტიკაზე ალონსო უსწრაფესია


Fernando Alonso tops first Monaco GP practice
24 მაისი
მონაკოს დიდი პრიზის პირველ თავისუფალ პრაქტიკაზე, ყველაზე სწრაფი ფერნანდო ალონსო იყო, რომელმაც 0.365 წამით აჯობა ფრანგ რომენ გროჟანს. მესამე უსწრაფესი გამოსვლა კი „ზაუბერის“ მექსიკელ სერხიო პერესს ჰქონდა. ალონსოს თავისივე შედეგის გაუმჯობესების რეალური შანსიც ჰქონდა, თუმცა წრე, რომელიც ძალიან კარგად დაიწყო, ვერ დაასრულა. ამის მიზეზი კი გახდა ინციდენტი, რომელიც გვირაბში მოხდა.

Wednesday, May 23, 2012

ახალი „ალფა სპაიდერი“ „მაზდა MX-5-ის“ ბაზაზე დამზადდება


New Alfa Romeo Spider to be Based on the Next Mazda MX-5!
23 მაისი

„ფიატ-ის“ ჯგუფმა და „მაზდამ“ გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელიც გვამცნობს, რომ ისინი ერთობლივად შეიმუშავებენ ახალ, უკანაამძრავიან პლატფორმას, რომელზეც ორივე კომპანია როდსტერებს გამოუშვებს. ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ ჯერ მხოლოდ მემორანდუმი აქვთ გაფორმებული, რომელიც არცერთ მხარეს არაფერს ავალდებულებს.

რაიკონენი ისევ რალიზე ფიქრობს


Kimi Raikkonen hopes to compete in Rally Finland
23 მაისი
კიმი რაიკონენმა ორი წელი რალის მსოფლიო ჩემპიონატზე დაკარგა - სხვანაირად ვერც იტყვი, რადგან ამ ორ სეზონში, მისი საუკეთესო შედეგი, თურქთში დაკავებული მეხუთე ადგილია. ფორმულა ერთში დაბრუნებულს გაუმართლა, რომ გუნდი, რომელშიც გადავიდა, სეზონს კარგად მომზადებული დახვდა და ასე განსაჯეთ, გამარჯვებისთვის ბრძოლის რეალურ შანსს აძლევს. ეს კი იმაზე ფიქრობს, ზაფხულში რომ პაუზა გვექნება, მაგ დროს ფინეთის რალიზე იქნებ ვიასპარეზოო...

„ვოლვო“ V40-ს ფეხმავლების აირბალიშებით აღჭურვავს (ვიდეო)


Volvo V40 gets pedestrian airbag
23 მაისი
„ვოლვოს“ ერთი ძალიან ძნელად მისაღწევი მიზანი აქვს დასახული - 2020 წლიდან, მისი ავტომობილები იმდენად უსაფრთხო უნდა გახდეს, რომ ფეხმავლებთან შეჯახების შედეგად, მათ არც უნდა აზიანებდეს და არც უნდა კლავდეს. ამისათვის, შვედური კომპანიის ყველა ავტომობილი, სპეციალური საფეხმავლო აირბალიშებით აღიჭურვება.

„უილიამსი“ მონაკოსთვის მზადაა


Williams ready for Monaco Grand Prix despite Spanish GP fire
23 მაისი
„უილიამსის“ მთავარი ინჟინერი მარკ გილანი მადლობას უხდის თავისი გუნდს წევრებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ბარსელონაში მომხდარი ხანძრის მიუხედავად, გუნდი მონაკოში საასპარეზოდ მომზადებულიყო. მანვე მადლობა გადაუხადა იმ გუნდებს, რომლებმაც ხანძრის ჩაქრობაში მიიღეს მონაწილეობა და შემდგომში, „უილიამსს“ ეკიპირების მიწოდება შესთავაზეს.

"ლოტუს F1-ის" კომიქსები

Tuesday, May 22, 2012

ტაძიმას ელექტრული მონსტრი (ვიდეო)


Monster Tajima’s Pikes Peak EV Racer Revealed
22 მაისი
ნობუჰირო ტაძიმას პაიკს პიკი არაერთხელ (ექვსჯერ) აქვს დაპყრობილი, შარშან კი ამ ლეგენდარული სამთო რბოლის რეკორდიც დაამყარა - გახდა პირველი მრბოლი, ვინც ფინიშს ათ წუთზე ნაკლებში მიაღწია. შარშან მისი ბედაური „სუძუკის“ 900-ცხენისძალიანი მონსტრი იყო. სწორედ შარშანდელი ტრიუმფის შემდეგ გადაწყვიტა, რომ მომდევნო რბოლაში სპეციალურად მომზადებული ელექტრომობილით გამოსულიყო.

„ბეემვე“ მსოფლიოს უძვირფასესი საავტომობილო ბრენდი გახდა


BMW replaces Toyota as most valuable global car brand
22 მაისი
ბაზრის კვლევებზე სპეციალიზებულ ბრიტანულ კომპანია „მილუორდ ბრაუნის“ მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ სიაში, რომელშიც მსოფლიოს 100 ყველაზე ძვირფასი ბრენდია შეტანილი, საავტომობილო კომპანიებს შორის პირველ ადგილზე, „ბეემვემ“ (24.6 მილიარდი დოლარი) გადაინაცვლა, რომელმაც მოწინავე პოზიცია „ტოიოტას“ (21.8 მლრდ) დაათმობინა.

Monday, May 21, 2012

„ტოპ გეარ-ი“ საკუთარ „დელტა უინგს“ ამზადებს


Top Gear building its own Nissan DeltaWing race car
21 მაისი
ნამდვილი „დელტა უინგი“
ალბათ არ არსებობს ჩვენს პლანეტაზე ავტომობილი, რომლის საჭემდეც გადაცემა „ტოპ გეარ-ის“ წამყვანებს ხელი არ მიუწვდებათ. მათი შეფასება, ნებისმიერი ავტომწარმოებლისთვის საინტერესო და სასურველია. მაგრამ თურმე ისეც ხდება, რომ მხიარულ ავტოექსპერტებს სასურველი მანქანის გამოცდის საშუალება არ ეძლევათ. არადა, მათ ამის დიდი სურვილი გააჩნიათ...

„მერსედესის“ მოოქროვილი ლიმუზინები კანის ფესტივალისთვის


Mercedes Greets Cannes International Film Festival Guests with a Fleet of Gold-Wrapped Limos
21 მაისი

კანის წლევანდელი კინოფესტივალისთვის, „მერსედეს-ბენცმა“ და მისმა სპორტული ავტომობილების მწარმოებელმა სუბ-ბრენდმა AMG-მ მოოქროვილი ლიმუზინების და ქროსოვერების მთელი კოჰორტა მოამზადეს.

გლიკენჰაუსის „ფერარი“ ნურბურგრინგის რეკორდსმენია


James Glickenhaus claims fastest lap by a Ferrari ever on the 'Ring
21 მაისი

ამერიკელმა ინვესტორმა ჯეიმს გლიკენჰაუსმა, თავისი ექსკლუზიური „ფერარი 4/5 კომპეტიციონეთი“, ნურბურგრინგის 24-საათიანი რბოლის საკვალიფიკაციო ეტაპზე, რომელიც ტრასის ლეგენდარულ ჩრდილოურ მარყუჟზე ჩატარდა, „ფერარის“ ავტომობილების აბსოლუტური რეკორდი დაამყარა. 20.8 კილომეტრი მან 6 წუთსა და 51 წამში გაიარა. ეს კი 7 წამით ნაკლებია ძველ საუკეთესო შედეგზე, რომელიც ორი წლის წინ, „ფერარი 599XX-ით“ დამყარდა.

Sunday, May 20, 2012

დათა ქაჯაიას ტრიუმფი დიჟონში

20 მაისი
ინტერვიუ გამარჯვებულთან
ქართველმა მრბოლებმა საფრანგეთში გვასახელეს - კლას ლეგენდის თასის (ლეჯენდ ქარ კაპ) ევროპის ეროვნებათა სერიის მესამე ეტაპი, რომელსაც საფრანგეთიც ცნობილმა ავტოდრომმა დიჟონ პრენუამ (იქ ერთ დროს ფ1-ის რბოლები ტარდებოდა) უმასპინძლა, „მია ფორსის“ დათა ქაჯაიამ მოიგო, მისი თანაგუნდელი კონსტანტინე კოლიაშვილი კი შუა რბოლაშე მეოთხე ადგილზე იყო, მაგრამ მის მანქანაზე ტაიმერმა აურია, რის გამოც, პიტსტოპიდან გამოსვლა დააგვიანდა და მაღალი ადგილებისთვის ბრძოლის შანსიც დაკარგა. არადა, შეიძლებოდა კვარცხლბეკზე ერთდროულად ორი ქართველი მრბოლი გვეხილა...

Saturday, May 19, 2012

„ფერარის“ პირველი ჰიბრიდი ყველაზე მძლავრი და ძვირი კვიცი გახდება


Ferrari's first hybrid likely to surpass Enzo as most expensive, powerful model
19 მაისი

დიდი დრო აღარ დარჩა „ფერარი ენცოს“ შემცვლელის პრემიერამდე. იტალიური კომპანია არ მალავს, რომ ეს იქნება მის ისტორიაში ყველაზე ძვირი და მძლავრი სერიული ავტომობილი. ამასთან პირველი, რომელიც ჰიბრიდული ძალური სისტემით აღიჭურვება.

„ლაულეს როკეტი“ - რეკორდსმენი ელექტრომოტოციკლი (ვიდეო)


Lawless Rocket electric drag bike does quarter mile in 6.94 seconds, breaks 200 mph
19 მაისი
მოტო დრეგის ერთ-ერთმა საუკეთესო მრბოლმა, ლარი „სპაიდრმენ“ მაკბრაიდმა, ელექტრული მოტოციკლებისთვის, დრეგის კლასიკურ მანძილზე (მეოთხედ მილზე), სიჩქარის ახალი რეკორდი დაამყარა. სპეციალურად შექმნილი ელექტრული მანქანით, რომლის სახელიცაა „ლაულეს როკეტი“, ამერიკელმა ადგილიდან 402 მეტრი 6.94 წამში გაიარა და ფინითის ხაზთან, 324 კმ/სთ სიჩქარე განავითარა.

დათა ქაჯაიას პირველი გამარჯვება ევროპაში!

19 მაისი
ქართველმა მრბოლმა დათა ქაჯაიამ კლას ლეგენდის თასის (ლეჯენდ ქარ კაპ) ევროპის ეროვნებათა სერიის მესამე ეტაპის პირველი რბოლა მოიგო. მესამე ეტაპს საფრანგეთის დიჟონის ავტოდრომი მასპინძლობს, სადაც ერთ დროს ფორმულა ერთის რბოლები ტარდებოდა.

Friday, May 18, 2012

კობაიაში მონაკოს კვარცხლბეკზე ასვლას აპირებს


Kamui Kobayashi eyeing Monaco Grand Prix podium
18 მაისი
კამუი კობაიაშის მიაჩნია, რომ „ზაუბერს“ მონაკოში კვარცხლბეკისტვის ბრძოლის უნარი შესწევს. ამის იმედს კი ის ფაქტი აძლევს, რომ მუჯელოს ტესტების შემდეგ, მანქანა გაცილებით კონკურენტუნარიანი გახდა. ამის დასტურია თუნდაც ის ფაქტი, რომ იაპონელმა პილოტმა, მიუხედავად იმისა, რომ ბარსელონას რბოლა მეცხრე ადგილიდან დაიწყო (ამის მიზეზი, კვალიფიკაციის რბოლისას ჰიდრავლიკურ სისტემაში წარმოქმნილი უწესივრობა გახდა), ფინიშს მეხუთემ უწია.

„ოპელი“ „ასტრას“ გერმანიაში აღარ გამოუშვებს


GM chooses UK plant over Germany for new Astra
18 მაისი
„ჯენერალ მოტორსის“ ევროპული შტო „ოპელ/ვოქსოლი“, შემდეგი თაობის „ასტრას“ გერმანიის ნაცვლად, ბრიტანეთსა და პოლონეთში გამოუშვებს. ამერიკულმა კომპანიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ელესმერ პორტის (ინგლისის ჩრდილო დასავლეთი) ქარხნის პროფკავშირებთან, მისთვის სასურველი პირობებით, ახალი ხელშეკრულება გააფორმა.

„მაკლარენი“ „MP4-12C სპაიდერს“ წელს გვიჩვენებს


McLaren MP4-12C Spider to be Introduced This Year
18 მაისი
„მაკლარენი“ რომ ორ ახალ ავტომობილზე - MP4-12C-ის ღია ვერსიასა და F1-ის შთამომავალზე მუშაობს, ამის შესახებ, სხვადასხვა წყაროს მეშვეობით მოპოვებულ ინფორმაციას, ინტერნეტში ხშირად წაიკითხავთ. მაგრამ ამჯერად თავისი რეპორტიორის მიერ უოკინგში მოპოვებულ ინფორმაციას, გამოცემა „ქარ ენდ დრაივერი“ ავრცელებს.

„დაჩია დოკერი“ - ახალი ხელმისაწვდომი მინივენი


Dacia Expands Range with New Dokker Van in Passenger and Commercial Flavors
18 მაისი
„რენოს“ ჯგუფის დაბალფასიანი ავტომობილების მწარმოებელი ბრენდი „დაჩია“, საწარმოო პროგრამას თანდათან აფართოებს. ახლახანს, კასაბლანკას (მაროკო) მოტორ შოუზე, რუმინულმა კომპანიამ თავისი სრულიად ახალი ავტომობილი - „დოკერი“ წარადგინა. ეს ავტომობილი შეიძლება იყოს როგორც ხუთადგილიანი სამგზავრო, ასევე კომერციული გადამზიდი.

„ბენტლი“ დაკარის რალი მარათონზე გამოსვლას აპირებს


Bentley set to enter Dakar rally with new SUV
18 მაისი
„ბენტლი“ და საავტომობილო რბოლები ერთ დროს განუყოფელები იყვნენ, მაგრამ გასული საუკუნის 20-იან წლებში, ლე მანის 24-საათიან რბოლებში დომინაციის შემდეგ, ბრიტანულმა კომპანიამ ლეგენდარული სარტეს ავტოდრომი დიდი ხნით დატოვა. ამ საუკუნის დასაწყისში კი დაბრუნდა და გერმანელ მონათესავე „აუდის“ დახმარებით, პროტოტიპ „სპიდ 8-ით“, მორიგ გამარჯვებას მიაღწია. თუმცა, ეს დაბრუნება ერთჯერადი გამოდგა...

„მიცუბიში“ პაიკს პიკს ელექტრომობილებით შეუტევს


Mitsubishi Details 2012 Pikes Peak Hill Climb i-MiEV Contenders
18 მაისი
პაიკს პიკის ლეგენდარულ სამთო რბოლაში, „მიცუბიში“ წელს ორი ელექტრომობილით იასპარეზებს. ორივე ავტომობილი i-MIEV სერიისაა. მთგან ერთი პროტოტიპია - „i-MIEV ევოლუშნ“, მეორე კი სერიული მინი ჰეჩბეკი i-MIEV, რომელიც უკვე ორი წელია, ბაზარზე იყიდება.

პერესი: მონაკოს შარშანდელმა ავარიამ უფრო გამაძლიერა


Sergio Perez says 2011 Monaco crash made him stronger
18 მაისი
სერხიო პერესი ამბობს, რომ მონაკოს დიდი პრიზის კვალიფიკაციაზე შარშან განცდილი ძლიერი ავარიის მიუხედავად, ქალაქის ტრასაზე უფრო ძლიერ მრბოლად ბრუნდება. მექსიკელმა მრბოლმა შარშან კვალიფიკაციის მესამე სეგმენტში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, მაგრამ შემდეგ, გვირაბიდან გამოსვლისას, როგორც კი დამუხრუჭება სცადა, თავის „ზაუბერზე“ კონტროლი დაკარგა. მანქანა ტრასის მარჯვნივ მდებარე კედელს დაეჯახა, დატრიალდა და შიკეინის დასაწყისში არსებულ ბარიერს შეასკდა.

Thursday, May 17, 2012

„სილვერ გოსტ“ - სკორსეზე „როლს როისის“ დამაარსებლებზე ფილმს იღებს


Martin Scorcese to produce Silver Ghost film about Rolls-Royce
17 მაისი
ოსკარის ლაურეატმა მარტინ სკორსეზემ, ასევე ოსკაროსან რჩარდ ატენბოროსთან ერთად, ახალი ფილმის - „სილვერ გოსტის“ (ვერცხლის მოჩვენება) გადაღება გადაწყვიტა, ფილმისა, რომელიც „როლს როისის“ დამაარსებლების, ჩარლზ როლსის და ჰენრი როისის ცხოვრების, მათ მიერ ლეგენდარული კომპანიის დაარსების შესახებ მოგვითხრობს. სცენარის ავტორია ჯეიმს ბონდის სერია „ოქროს თვალის“ სცენარისტი ჯეფრი კეინი, დრამატურგი - შერმან მაკდონალდი.

„ფორდ მუსტანგ მახ1“ 3000 ცხენის ძალით (ვიდეო)


Monstrous 1970s Ford Mustang Mach 1 Packs More than 3,000-horses!
17 მაისი
სადაო არაა - „ბუგატი ვეირონი“ თავისი 1001 ცხენის ძალით და მისი ტოპ ვერსია „გრანდ სპორტი“, რომელიც 1184 ცხენის ძალას იძლევა, ყველაზე მძლავრი სერიული ავტომობილების მსოფლიოში. მაგრამ მათი ეს მონაცემები სასაცილოდ მოგეჩვენებათ, როდესაც 1970 წელს გამოშვებული „ფორდ მუსტანგის“ ბაზაზე შექმნილი „ფორდ მუსტანგ მახ1-ის“ ძრავის მახასიათებლებს გაეცნობით.