Saturday, September 17, 2011

ახალი ”დეფენდერი” პირველ ნაბიჯს დგამს

დიდი ხანი არ გასულა მას შემდგ, რაც ”ლენდ როვერის” საწარმოო პროგრამიდან, ამ კომპანიის ყველაზე ლეგენდარული სახელი, ”დეფენდერი” გაქრა. მაგრამ სამუდამოდ მას ვინ დაივიწყებს! სხვა თუ არაფერი, ის ექვსი ათეული წლის განმავლობაში ხიბლავდა ავტომოყვარულებს და ემსახურებოდა სამხედროებს. 1949 წლიდან მოყოლებული, ის რამდენჯერმე გადააკეთეს, თუმცა ორი ძირითადი პლატფორმა პრაქტიკულად ხელუხლებელი რჩებოდა.

”სიტროენის” კონცეპტუალური მინივენი ”ტუბიკი”

თუ ”სიტროენის” ისტორიასა და ავტომობილებზე ძალიან ზოგადი წარმოდგენა გაქვთ, მაშინ ამ კონცეპტუალურ ნამუშევარს შორეული მომავლის ავტომობილად ჩათვლით. მაგრამ რეალურად, ისევე როგორც ბევრი სხვა კომპანია, ”სიტროენიც” წარსულის დიდებას გამოეტირა და საგამოფენოდ, წარსულში პოპულარულ მინივენ ”ტუბ-ის” რეტრო-ვერსია, სახელად ”ტუბიკი” მოამზადა.

”იაგუარ C-X16” - ჰიბრიდული დიდი კატა

”ოპელისა” არ იყოს, ”იაგუარსაც” ფრანკფურტისთვის საპრემიეროდ მომზადებული კონცეპტუალური ავტომობილის (სახელად C-X16) ერთადერთი ტიზერი და მწირი ინფორმაცია ჰქონდა გამოქვეყნებული. თუმცა, ის ფრანკფურტის შოუს გახსნამდე (13 სექტემბერს) მაინც გაგვაცნო. მაშინვე გამოითქვა ვარაუდი, რომ ეს ავტომობილი წარმოებისთვისაა მომზადებული და ის კონკურენციას ”პორშე 911-ს” გაუწევს.

”ოპელ RAK e” ხელმისაწვდომი ელექტრომობილი



ერთ-ერთი იშვიათ ავტომწარმოებელთაგანი, რომელიც ფრანკფურტისთვის მომზადებულ სიახლეს შოუს გახსნამდე ჯიუტად, საიდუმლოდ ინახავდა, ”ოპელია”. მართალია, გერმანულმა კომპანიამ ადრევე განაცხადა, რომ ”რადიკალურად ახალი ოპელი” აქვს მომზადებული, მაგრამ მასზე არც მცირე ინფორმაცია დასცდენია და არც ტიზერები გაუვრცელებია. წარმოდგენაც კი არავის ჰქონდა იმაზე, თუ რა ტიპის ავტომობილზე იყო ლაპარაკი.

ფოლკსვაგენ აპ!-ის ოჯახი

აპ! აძურა


ქროს აპ!

მოდელ ”აპ!-ის” კონცეპტუალურ ვერსიებს შორისაა სპორტული GT, რომელიც 100-ცხენისძალიანი ძრავით და ”ფოლკსვაგენის” სერია GTI-ს ელემენტებით აღიჭურვა. მასზე არანაკლებ საინტერესოა საპლიაჟო ღია ”აპ! აძურა”, რომლის დიზაინიც ჯორჯეტო ჯუჯარომ და ვალტერ და სილვამ შეიმუშავეს. ამ მანქანასაც არც სახურავი აქვს და არც კარები. თუმცა ბაგისგან განსხვავებით, მასში ოთხი სავარძელი მოთავსდა და თანაც, ავტომობილი არც სპორტულად გამოიყურება.

ფოლკსვაგენ ბაგი Up!

დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფრანკფურტის მოტორ შოუზე, ყველაზე მრავალრიცხოვანი ექსპოზიცია ”ფოლკსვაგენს” და მის ჯგუფში შემავალ ბრენდებს აქვთ. მარტო ვოლფსბურგული კომპანიის ავტომობილებისთვის კი უზარმაზარი პავილიონი დაიქირავეს, რომლის ფართობი ერთ ჰექტარს აღწევს, იქ კი 30 მეტრი სიგრძის მონიტორზე, ამ პავილიონის ყველა ბინადრის შესახებ, დაწვრილებითი ვიზუალური ინფორმაციის ხილვა შეიძლება.