Saturday, October 6, 2012

„ფორდ ფიესტა“ ფეისლიფტით და „ეკობუსტით“


2013 Ford Fiesta gets facelifted, EcoBoosted
6 ოქტომბერი
ამ ავტომობილი პირველი ჩვენება ამერიკულმა კომპანიამ პარიზული გამოფენის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მოაწყო. ეს ამსტერდამში, სპეციალურ ღონისძიება „გოუ ფართერის“ დროს მოხდა, სადაც „ფორდმა“ თავისი ევროპული და გლობალური გეგმები გაგვაცნო. და მაინც, ფართო მასებმა ეს ავტომობილი პირველად პარიზში იხილა.

„S-ქროსი“ – „სუძუკი“ ევროპაში აქტიურდება


Suzuki sallies forth with new C-segment crossover with fishy S-Cross Concept
6 ოქტომბერი
„სუძუკი“ ევროპულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს. ძველ კონტინენტზე მომავალი წლიდან რამდენიმე ახალ მოდელს გამოიტანს, რომელთაგან პირველი C-სეგმენტის ქროსოვერი იქნება. ამ ავტომობილის კონცეპტუალური ვერსია, სახელად „S-ქროსი“ კი ჯერ პარიზის მოტორ შოუზე წარადგინა.

ჰამილტონი „მაკლარენის“ მანქანის დეტალებით დაინტერესდა


Hamilton logs McLaren details before Merc switch
6 ოქტომბერი
იაპონიის დიდი პრიზის კვალიფიკაციაში ლუის ჰამილტონის წარუმატებლობა შესაძლოა შემთხვევითი სულაც არ იყოს. პადოკში გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანელმა მანქანის სხვადასხვა მონაცემებით უჩვეულო დაინტერესება გამოავლინა. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი მას შემდეგ გახდა, რაც „მერსედესთან“ კონტრაქტი გააფორმა.

ფეტელის ზედზედ მეოთხე პოული სუძუკაზე

Vettel back on pole in Japanese Bull run
6 ოქტომბერი

იაპონიის დიდი პრიზის კვალიფიკაციაზე ახალი არაფერი მოხდარა - ყველაზე სწრაფი, ისევე როგორც წინა სამ შემთხვევაში, ისევ სებასტიან ფეტელი იყო, რომელსაც სტარტზე გვერდს თანაგუნდელი მარკ უებერი დაუმშვენებს. სხვათა შორის, რბოლის შემდეგ ფეტელი სტიუარდებმა გამოიძახეს, რომლებმაც კვალიფიკაციის მიწურულს, მასა და ალონსოს შორის მომხდარი მცირე ინციდენტი განიხილეს. ესპანელის აზრით, მეტოქემ მას ხელი შეუშალა. ფეტელი გადარჩა, მას მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება აკმარეს...