Sunday, March 18, 2012

მალდონადოს ზედმეტმა ტემპერამენტმა უღალატა

Maldonado moment ruins promising start for Williams
18 მარტი
რომ არა ვენესუელელი პასტორ მალდონადოს ზედმეტი ტემპერამენტი, ახალი სეზონის პირველივე რბოლაში, ის „უილიამსს“ იმაზე მეტ ქულას შესძენდა, ვიდრე ტიტულოვანმა გუნდმა მთელი გასული სეზონის განმავლობაში მოაგროვა. 58-დან 57 წრის განმავლობაში, მალდონადო კონკურენტუნარიანი იყო.

რბოლის დროს ბატონს და ჰამილტონს საწვავის დაზოგვა უწევდათ

Jenson Button was 'more than marginal' on fuel during the Australian Grand Prix
18 მარტი
ავსტრალიის დიდი პრიზის შემდეგ, „მაკლარენის“ შეფმა მარტინ უიტმარშმა განაცხადა, რომ მისი პილოტები უფრო სწრაფებიც იქნებოდნენ, გუნდს საწვავთან დაკავშირებით, ტაქტიკური შეცდომა რომ არ დაეშვა. როგორც ირკვევა, ჯენსონ ბატონს და ლუის ჰამილტონს რბოლის დასაწყისიდანვე უწევდათ საწვავის დაზოგვაზე ზრუნვა, რადგან ორივე უფრო მეტ საწვავს ხარჯავდა, ვიდრე ეს გათვლილი იყო.

„მერსედესი“ საბურავების სწრაფ ცვეთას უჩივის

Mercedes rues high tyre degradation after Australian Grand Prix slump
18 მარტი
სეზონის დაწყებამდე, ბევრი ანალიტიკოსი ვარაუდობდა, რომ „მერსედესის“ მანქანები ინტენსიურად ცვეთენ საბურავებს, რაც რბოლებში მათს კონკურენტუნარიანობაზე აუცილებლად უარყოფითად აისახებოდა. ბარსელონას ტესტების შემდეგ, სამქიმიანების შეფი როს ბრაუნი ამ ვარაუდს უარყოფდა, თუმცა მელბურნში რბოლის შემდეგ, მანვე აღიარა, რომ მიხაელ შუმახერის და ნიკო როსბერგის წარუმატებლობა სწორედ საბურავების სწრაფმა დეგრადაციამ განაპირობა.

ბატონმა ავსტრალიის დიდი პრიზი მოიგო

McLaren's Button wins Australian Grand Prix
18 მარტი
ჯენსონ ბატონის გამარჯვებით დასრულდა ფორმულა ერთის 2012 წლის სეზონის პირველი ეტაპი - ავსტრალიის დიდი პრიზი. ბატონმა სტარტი მეორე პოზიციიდან აიღო, თუმცა პირველ მოსახვევშივე შეასწრო თანაგუნდელ ლუის ჰამილტონს, რომელმაც რბოლა პოულიდან აიღო. აქედან მოყოლებული, ბატონმა მოწინავე პოზიცია მხოლოდ ორჯერ და ისიც მას შემდეგ დაკარგა, როცა ბოქსში რეზინის შესაცვლელად შევიდა. მის ლიდერობას საფრთხე არც მას შემდეგ შექმნია, რაც ტრასაზე პეისკარი გამოვიდა. რბოლის მიწურულს, ბრიტანელმა რამდენიმე უსწრაფესი წრე გაიარა და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა.