Friday, December 9, 2011

„ვოლვოს“ მთავარმა დიზაინერმა ლეგენდარული P1800 გააცოცხლა

Volvo designer pens P1800 for 50th anniversary, no chance at production
9 დეკემბერი
„ვოლვოს“ მთავარმა დიზაინერმა კრისტოფერ ბენჯამინმა თავისი კომპანიის ლეგენდარული მოდელის – P1800–ს თანამედროვე ინტერპრეტაცია გაგვაცნო, რომელიც, მისივე თქმით, უბრალო სავარჯიშო პროდუქტია და მისი წარმოება არ იგეგმება. სხვათა შორის, ბენჯამინი ამ ავტომობილის ფანია და პროექტიც სწორედ ფანების სურვილების გათვალისწინებით შეიქმნა.

„ჯენერალ მოტორსი“ კარბონის კომპოზიტს ითვისებს

GM to Use More Carbon Fiber and Composite Materials in Future Models
9 დეკემბერი
„ჯენერალ მოტორსმა“ კონტრაქტი გააფორმა იაპონურ კომპანია „ტეიძინ ლიმიტედთან“, რომელიც კარბონის კომპოზიტების ლიდერი მწარმოებელია მსოფლიოში. მათი თანამშრომლობის მიზანს, კარბონისა და სხვა ბოჭკოების კომპოზიტური მასალების მასობრივი წარმოებაა, რათა ამერიკულმა კომპანიამ ისინი უფრო ფართოდ გამოიყენოს საკუთარი ავტომობილების წარმოებისას.