25 აგვისტო
პარიზის 2010 წლის მოტორ შოუზე, „აუდიმ“ თავისი
თაყვანისმცემლები სასიამოვნოდ გააკვირვა, როდესაც იქ კონცეპტუალური „კვატრო“
წარადგინა. მარტო ეს სახელია საკმარისი იმისათვის, რომ პავილიონში უამრავ ადამიანს
მოუყარო თავი. მართალია, გამოფენაზე წარდგენილი ავტომობილი მხოლოდ უძრავი მულიაჟი
იყო, მაგრამ ცოტა ხანში, გერმანული კომპანიის სპეციალისტებმა მისი მოძრავი ვერსიაც
შექმნეს (S5-ის ბაზაზე). თანაც, ეს ავტომობილი, პოპულარულ R8-ზე
227 კილოგრამით მსუბუქი გამოვიდა.