Monday, January 16, 2012

„ტატას“ კონცეპტუალური ელექტრომობილი დეტროიტში

Tata eMO proves you don't need a hatch on a hatchback
16 იანვარი
დეტროიტის მოტორ შოუზე, ინდურმა კომპანია „ტატა ტექნოლოჯიზმა“, რომელიც „ტატას“ ჯგუფის ნაწილია, კონცეპტუალური საქალაქო ელექტრომობილი eMO წარადგინა. მართალია, ამ ავტომობილის წარმოება არ იგეგმება, თუმცა „ტატა ტექნოლოჯიზის“ ავტომობილების პროგრამების და განვითარების შტოს პრეზიდენტმა კევინ ფიშერმა განაცხადა, რომ ამ ავტომობილით, მისმა კომპანიამ „ინდური ავტოინდუსტრიის შესაძლებლობები დაანახა“.

„ჰიუნდაი“ „ჯეი დი პაუერის“ რჩეულია კლიენტთა შენარჩუნების კუთხით

Hyundai tops J.D. Power's Customer Retention Study
16 იანვარი
სამარკეტინგო კვლევებზე ორიენტირებულმა კომპანია „ჯეი დი პაუერმა“ შეაჯამა ავტომწარმოებელთა კლიენტების ერთგულების კვლევების შედეგები, რომლის შედეგადაც, შესაბამის რეიტინგში მოწინავე პოზიცია „ჰიუნდაიმ“ დაიკავა. კორეული კომპანიის მაჩვენებელი 4 პროცენტული ერთეულით, 64 პროცენტამდე გაიზარდა. „ჰიუნდაის“ ასეთი კარგი შედეგი მეტწილად ორმა მოდელმა – „ელანტრამ“ და „სონატამ“ განაპირობა.