Monday, July 16, 2012

პილოტებს პოზიციის დაცვის ახალი პრინციპები გააცნეს

FIA clarifies defensive driving guidelines in Formula 1
16 ივლისი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA), ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე პილოტებს სილვერსტოუნზე რბოლის წინ, სპეციალური ცნობარები დაურიგა, რომლებშიც რბოლისას პოზიციის დაცვისთვის ნებადართული მოქმედება არის აღწერილი.

ჰამილტონი თავის მომავალს არდადეგების დროს გაარკვევს

Lewis Hamilton wants to sort his future with McLaren over the summer break
16 ივლისი
ლუის ჰამილტონს სურს, რომ „მაკლარენთან“ თავისი მომავლის შესახებ მოლაპარაკება ზაფხულის არდადეგების დროს დაასრულოს, რადგან მიაჩნია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების მოსაფვარებლად, ეს საუკეთესო დროა. ბრიტანულ გუნდთან მის კონტრაქტს ვადა ამ სეზონის ბოლოს გასდის. ჰამილტონი ამბობს, რომ გუნდის ახლანდელი კრიზისი მის გადაწყვეტილებაზე არ იმოქმედებს. მაგრამ დასძენს, რომ მთავარია, იქ გააგრძელოს, სადაც გამარჯვების საშუალება ექნება.

„ჰიუნდაის“ პრობლემა, რომელზეც ბევრი ოცნებობს


Hyundai scrambling to keep U.S. market share but lacks inventory
16 ივლისი
„ჰიუნდაის“ ამერიკულ ბაზარზე 5-პროცენტიანი წილი ეკუთვნის. მისი გაყიდვები იზრდება, მაგრამ მასზე მაღალი ტემპით იზრდება გაყიდვები მთლიანად ამერიკულ ბაზარზე, რაც იმას ნიშნავს, რომ კორეული კომპანიის წილი ამ ბაზარზე შემცირდება. ამის მთავარი მიზეზი კი თავად კომპანიის პოლიტიკაა - წარმოების მოცულობა არ გაიზარდოს ახალი საწარმოების მშენებლობის ხარჯზე.

„სუძუკი“ „გრანდ ვიტარას“ განაახლებს


Suzuki Freshens Up Japanese Market Grand Vitara for the 2013MY
16 ივლისი
თვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მოდელს, ქროსოვერ „გრანდ ვიტარას“ „სუძუკი“ უკვე 7 წელია, უშვებს. ასეთი ხანდაზმულობით, კომპაქტური ქროსოვერების ბაზარზე მხოლოდ „ტოიოტა RAV4“ თუ დაიკვეხნის. მოკლედ, „დიდი ვიტარას“ განახლების დრო ახლოვდება, მაგრამ სანამ მას შეცვლიდეს, იაპონურმა კომპანიამ მორიგი ფეისლიფტინგის ჩატარება გადაწყვიტა. და თანაც, მხოლოდ იაპონიის ბაზრისთვის.

რბოლები შენელებული კადრებით IV (ვიდეო)

შედევრებს ხანდახან მოყვარულებიც ქმნიან. ან იქნებ, ამ 15-წუთიანი ვიდეოფილმის ავტორი (მეტცელ89) სულაც არაა მოყვარული, მაგრამ ამ სახელით იუთუბის ამარაგებს თავისი მართლაც საინტერესო ფილმებით...