Friday, June 5, 2009

ბრიატორესთვის სეზონი დასრულებულია

Formula 1

5 ივნისი, 2009

”რეოს” იტალიელი შეფი ფლავიო ბრიატორე აცხადებს, რომ მისი გუნდი ამ სეზონში ტიტულის მოპოვებას ვეღარ შეძლებს. ფრანგული გუნდის ლიდერი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ფერნანდო ალონსო ჩემპიონატის ბრიტანელ ლიდერ ჯენსონ ბატონს 40 ქულით ჩამორჩება. მართალია, ესპანელი პილოტი რეგულარულად ახერხებს რბოლების ქულებით დასრულებას, მაგრამ მისი და მისი გუნდის საჩემპიონო ამბიციებს ეს ვერ აკმაყოფილებ.

”სულ სხვა ჩემპიონატს ველოდით. მანქანას თითქოს უკეთ უნდა ემუშავა, მაგრამ რბოლებისას სუკ სხვა რამ ხდება. ავსტრალიაშივე, ”ბრაუნ GP” ჩვენზე გაცილებით წინ იყო. ამ მანქანას რომ ვქმნიდით, იმედი გვქონდა, რომ მას რბოლიდან რბოლამდე გავაუმჯობესებდით. მაგრამ პროგრესი ისეთი ვერაა, როგორსაც ველოდით. მოკლედ, ჩემთვის ეს ჩემპიონატი უკვე დასრულებულია”, - ამბობს ბრიატორე.

მისი თქმით, ”ბრაუნ GP-ის” დაწევა ნებისმიერი გუნდისთვის ძალიან ძნელი იქნება, მეორე ადგილზე გასვლის საუკეთესო შანსი კი ”რედ ბულს” აქვს. თუმცა, დასძენს, რომ პესიმიზმის მიუხედავად, დანებებას არ აპირებს - მის გუნდს ეს არ სჩვევია. ”ჩვენ მანქანის სრულყოფას გავაგრძელებთ, მაგრამ გულხელდაკრეფილები არჩ სხვები არიან. ტექნიკას ყველა აუმჯობესებს. ივნის-ივლისში პროგრესის შანსი გვექნება, თუმცა სიტუაცია მაინც ძალიან რთულია და რაღაც განსაკუთრებულ წინსვლას არ ველით”, - დასძენს ბრიატორე.


მოკლედ...

5 ივნისი, 2009

***

ფრანგული კომპანია ”რენო” და მისი რუმინული ფილიალი ”დაჩია” იაფფასიან მოდელ ”სანდეროს” (სურათზე) წარმოებას მალე მაროკოშიც დაიწყებენ. წარმოება ”რენოსა” და ”პეჟო/სიტროენის” ერთობლივ საწარმოში გაიშლება, რომელიც ქალაქ კასაბლანკაში მდებარეობს. კასაბლანკაში თავიდან ავტომობილებს უცხოეთიდან შეტანილი კი კიტებით ააწყობენ, შემდგომში კი ადგილობრივი წარმოების მაკომპლექტებლების წილი თანდათან გაიზრდება.


***

”ფიატის” მთავარი აღმასრულებელი სერჯო მარკიონე (სურათზე) იმედს არ კარგავს, რომ ”ოპელს” მისი კომპანია გამოისყიდის. ”ჩვენ ”ოპელი” შეძენით კვლავ დაინტერესებულნი ვართ. მაგრამ ეს ჩვენზე დამოკიდებული არაა. ”მაგნას” მიერ ”ოპელის” ყიდვას დრო სჭირდება და გამორიცხული არაა, რომ სირუაცია ჩვენს სასარგებლოდ შეიცვალოს”, - ამბობს მარკიონე. იმ შემთხვევაში, თუ საბოლოოდ ”ოპელი” მაინც ”ფიატს” დარჩება, მაშინ იტალიური გიგანტის წარმოების წლიური მოცულობა 5.5 მილიონს მიაღწევს.