Tuesday, December 20, 2011

„ალფა რომეო 4C“ წარმოებისთვის ემზადება

the Alfa Romeo 4C draws nearer
20 დეკემბერი
„ალფა რომეოს“ მიერ ჟენევაში წარმოდგენილმა კონცეპტუალურმა კუპე 4C–მ საყოველთაო მოწონება დაიმსახურა და რა თქმა უნდა, მილანურმა კომპანიამ მისი წარმოება გადაწყვიტა. ამ ავტომობილზე როცა მუშაობდნენ, „ალფას“ დიზაინერებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ის ასეთ აჟიოტაჟს გამოიწვევდა. თავიდან მისი ჟენევაში გატანა არც იყო ჩაფიქრებული, მაგრამ როცა კომპანიის ხელმძღვანელობამ ის ნახა, სასწრაფოდ გადაწყვიტა, რომ ჟენევაში გამოეფინათ. და არც მისი წარმოებისთვის მწვაე შუქის ანთებაზე უფიქრიათ ბევრი.

გერმანიაში ფეტელს ნოვიცკი ამჯობინეს

Vettel beaten to Germany's top sportsman plaudit
20 დეკემბერი
მიუხედავად იმისა, რომ გასული სეზონი სებასტიან ფეტელმა შესანიშნავად ჩაატარა და ზედიზედ მეორედ მოიგო მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, გერმანიაში წლის საუკეთესო სპორტსმენად ის მაინც არ დაასახელეს. ჟურნალისტებმა უპირატესობა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციის გუნდ „დალას მავერიკსში“ მოთამაშე დირკ ნოვიცკის მიანიჭეს.

„რენო“ V6 ძრავის ტესტირებას მალე დაიწყებს

Renault to fire up first V6 engine in 2012
20 დეკემბერი
„რენო“ აცხადებს, რომ ახალი V6 ძრავი უკვე შემუშავების პროცესშია და მისი სასტენდო გამოცდები რამდენიმე თვეში დაიწყება. მომავალ ორ სეზონში გუნდები უკანასკნელად იასპარეზებენ 2.4–ლიტრიანი V8 ძრავებით, რის შემდეგაც, ძალაში ახალი რეგლამენტი შევა, რომელიც მათ V6 ძრავების გამოყენებას დაავალდებულებს.

„მინიმ“ WRC–ს გუნდურ ჩემპიონატში განაცხადი არ შეიტანა

Mini misses deadline to sign up for 2012 World Rally Championship
20 დეკემბერი
„მინიმ“ რალის მსოფლიო ჩემპიონატის გუნდურ ჩათვლაში განაცხადის შეტანა დააგვიანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ სეზონში, მისი მრბოლები მხოლოდ პირად ჩათვლაში შეძლებენ ასპარეზობას, გუნდს კი ქულები არ დაეწერება.

NS4 – „ტოიოტას“ ახალი კონცეპტუალური პლაგ–ინ ჰიბრიდი

Toyota NS4 Plug-in Hybrid Concept Heads to Detroit Motor Show
20 დეკემბერი
დეტროიტის ჩრდილოამერიკული საერთაშორისო ავტო შოუსთვის, „ტოიოტას“ კონცეპტუალური პლაგ–ინ ჰიბრიდული მოდელი NS4 აქვს მომზადებული. გამოფენის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე კი მისი ფოტო ტიზერები გამოაქვეყნა. ფრანგულ გამოცემა „კარადზიაკის“ ინფორმაციით, ეს ავტომობილი იაპონური კომპანიის ახალი კორპორატიული სტილის პიონერი შეიძლება გახდეს. ტიზერის მიხედვით, გამოცემა ასკვნის, რომ ავტომობილს სპორტული იერი უნდა ჰქონდეს, რაც „ტოიოტას“ კონსერვატიული გარეგნობის ავტომობილებთან კონტრასტს შექმნის.

„ჰიუნდაი“ ამერიკის წლის ავტომობილის წოდების ნომინანტია

And the North American Car and Truck of the Year Finalists are…
19 დეკემბერი
ჰიუნდაი ელანტრა

ამერიკული და კანადური საავტომობილო ჟურნალების, გაზეთების, ვებ–გვერდების, რადიოსა და ტელევიზიების ჟურნალისტებისგან შემდგარმა ჟიურიმ, ამერიკის წლის ავტომობილის წოდების ნომინანტთა სია გამოაქვეყნა. ტრადიციულ კონკურსში სულ ორი ნომინაციაა – ჩრდილოეთ ამერიკის წლის საუკეთესო მსუბუქი ავტომობილი და ჩრდილოეთ ამერიკის წლის საუკეთესო უგზოობის ავტომობილი და პიკაპი.

D8 GTO – „დონკენფოორტი“ „აუდი TT–ს“ ძრავით

New Donkervoort D8 GTO Arrives with Audi TT RS's 2.5-liter Turbo
19 დეკემბერი
ორწელიწადნახევრიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ, ჰოლანდიურმა კომპანია „დონკენფოორტმა“, როგორც იქნა, წარმოებისთვის მოამზადა თავის მოდელ D8 GTO–ს შემდეგი თაობის სპორტული ავტომობილი. ამ გრძელცხვირიანი როდსტერის შემუშავებაში მონაწილეობა, „აუდის“ სპორტულ შტო „კვატროს“ სპეციალისტებმაც მიიღეს, რომლებმაც თავიანთი კომპანიის 2.5–ლიტრიანი ხუთცილინდრიანი (ერთ რიგში განლაგებული ცილინდრებით) ძრავი სრულყვეს. ეს აგრეგატი გერმანული კომპანიის სპორტულ მოდელებზე – RS3–სა და TT RS–ზე გამოიყენება.