Tuesday, September 11, 2012

ისევ „პეჟო ონიქსი“


This is Peugeot's New Onyx Supercar Concept
11 სექტემბერი
ორი დღის წინ, „პეჟომ“ კონცეპტუალურ სუპერ ავტომობილ „ონიქსის“ფოტო და ვიდეო ტიზერები გამოაქვეყნა. იმ ფოტოებზე მანქანა სიბნელეში იყო გადაღებული და მისი მხოლოდ სილუეტის გარჩევა თუ იყო შესაძლებელი. მაგრამ ფრანგულმა კომპანიამ დღეს კიდევ რამდენიმე კომპიუტერზე დამუშავებული ფოტო (კომპიუტერული ესკიზები) გამოაქვეყნა, რომლებზეც ავტომობილი კარგად ჩანს. ამასთან, მათ ინტერიერის გამოსახულებებიც დაემატა. ოღონდ, „პეჟო“ მის შესახებ ინფორმაციით ჯერ ისევ არ გვანებივრებს.

„პეჟო 2008“ – ქროსოვერ „ნისან ჯუკის“ კიდევ ერთი მომავალი მეტოქე

Peugeot 2008 Concept Previews Upcoming Small Crossover Model to Rival Nissan Juke
11 სექტემბერი
ახლახანს „პეჟომ“ ფოტო და ვიდეო ტიზერებით „ონიქსი“ გაგვაცნო, კონცეპტუალური სუპერ ავტომობილი, რომლის პრემიერასაც პარიზის მოტორ შოუზე გეგმავს. მაგრამ თურმე ეს ფრანგული ლომების ერთადერთი სიახლე არაა, რომელიც მათ პარიზისთვის მოამზადეს. და თუ „ონიქსი“ დიზაინერთა თავისუფალი ფანტაზიის ნაყოფია, მეორე ავტომობილს აშკარად კონვეიერისთვის ამზადებენ.

„მაკლარენის“ ახალი რადიატორის კორპუსები


McLaren rethinks sidepod design
11 სექტემბერი
ბელგიასა და იტალიაში ყველაზე საინტერესო სიახლეები „მაკლარენის“ ბოლიდებზე ვიხილეთ. ლაპარაკია რადიატორის კორპუსებზე, უფრო სწორედ იმ ელემენტებზე, რომლებიც ამ კორპუსების წინა ნაწილს, ფაქტობრივად გარსშემოვლებული ჰქნონდა. ოღონდ, მათ არ ეკვროდა.

„მერსედესი“ მანი კურზე ახალ გამოსაბოლქვს ცდის

Mercedes trials new exhaust layout on opening day of Magny Cours test
11 სექტემბერი
საფრანგეთის მანი კურზე მიმდინარეობს ახალგაზრდა მრბოლთა ოფიციალური ტესტები, რომლის დროსაც, „მერსედესმა“ ახალი გამოსაბოლქვი გამოსცადა. ბოლიდზე, რომელსაც ბრიტანელი სემ ბირდი მართავდა, ახალი გამოსაბოლქვი სისტემაა დაყენებული.

„ფორდი“ ფორმულა „ფორდის“ საგზაო ვერსიასაც გამოუშვებს


Formula Ford Street-Legal Version Considered
11 სექტემბერი
როგორც ჩანს, სარბოლო ავტომობილების საგზაო ვერსიების სამყაროს კიდევ ერთი, პატარა და ძალიან სხარტი ავტომობილი შეუერთდება. და თუ ასე მოხდა, ის კონკურენციას გაუწევს ისეთ პატარა მონსტრებს, როგორებიცაა „არიელ ატომი“ და „BAC მონო“.