Thursday, September 13, 2012

„მინიმ“ სამკარიანი ქროსოვერი „პეისმენი“ წარმოგვიდგინა

MINI Officially Reveals New Paceman Three-Door Crossover
13 სექტემბერი
ამ ავტომობილს „მინის“ ფანები მას შემდეგ ელიან, რაც დეტროიტის შარშანდელ მოტორ შოუზე, ბრიტანულმა კომპანიამ მისი კონცეპტუალური ვერსია წარადგინა. „პეისმენი“ სამკარიანი ქროსოვერი, ხუთკარიანი „ქანთრიმენის“ გასპორტულებული ვერსია, ერთგვარი კუპე ქროსოვერია. და სხვათაშორის, ამ მანქანას რომ სახელად „პეისმენი“ ჰქვია, საბოლოოდ ესეც ახლახანს, მის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით დადასტურდა.

„ბეემვე ექტივ ტურერ კონცეპტი“ – „1-ლი სერიის გრან ტურიზმოს“ წინამორბედი (ვიდეო)

New BMW Active Tourer Concept Previews the FWD 1-Series Gran Turismo
13 სექტემბერი
პარიზის მოტორ შოუზე, „ბეემვე“ კონცეპტუალურ ავტომობილს გამოფენს, სახელად „ექტივ ტურერ“, რომელიც მომავალი სერიული ავტომობილის წინამორბედია. ეს ავტომობილი კი ბაზარზე „1-ლი სერიის გრან ტურიზმოს“ სახელით წარსდგება. ამ ავტომობილით, ბავარიელები კონკუენციას „მერსედეს-ბენცის“ უახლეს B-კლასს გაუწევენ.

ფორმულა ერთს ყოფილი მთავარი ექიმი მოუკვდა

Former F1 medical delegate Sid Watkins dies aged 84
13 სექტემბერი
სიდ უოტკინსი, ფორმულა ერთის ყოფილი მთავარი ექიმი, ან უფრო ზუსტად, FIA-ს სამედიცინო დელეგატი, ვისაც დიდი წვლილი მიუძღვის ფორმულა ერთის და მთლიანად ავტოსპორტის უსაფრთხოების გაუმჯობესებაში, 84 წლისა გარდაიცვალა. ავტოსპორტში მას პროფესორის მეტსახელითაც ხშირად მოიხსენიებდნენ. უოტკინსმა ორ ათეულ წელზე მეტხანს იმუშავა ფ1-ის რბოლების სამედიცინპ ჯგუფში და ამ დროის განმავლობაში, არაერთი მრბოლის სიცოცხლე გადაარჩინა.

ელექტრომობილი „კლინსპიდ EV-X11“ სონომას ტრეკის რეკორდსმენია (ვიდეო)


KleenSpeed All-Electric Racing Car Breaks Sonoma Record
13 სექტემბერი
ოღონდ, რეკორდი ელექტრომობილებისაა და არა აბსოლუტური. მართალია, შიდაწვისძრავიან ბოლიდებს ეს სწრაფი და ურქო ტროლეიბუსი ჯერ ვერ გაეჯიბრება, მაგრამ ცოტა ვარჯიში სჭირდება იმსიათვის, რომ აბსოლუტურ რეკორდსაც შესწდეს. თანაც, სვლის კარგი სიშორითაც გამოირჩევა, იმდენით, რომ ფ1-ის დიდი პრიზის კლასიკურ დისტანციამდე (300 კმ) ცოტა აკლდება.

„ბეემვე“ სამცილინდრიანი ძრავების წარმოებას იწყებს

BMW three-cylinder engine revealed
13 სექტემბერი
„ბეემვე“ სრულიად ახალი, სამცილინდრიანი ტურბოძრავების წარმოებას იწყებს, რომლებიც როგორც ბენზინზე, ისე დიზელის საწვავზე მუშაობს. ძრავების მუშა მოცულობა 1.5 ლიტრია და ის პირველად მომავალი თაობის „მინიზე“, ასევე „ბეემვეს“ წინაამძრავიან ავტომობილებსა და უკანაამძრავიან 1-ლი და მე-3 სერიის მოდელებზე გამოიყენებენ.

ლუკ დონკერვოლკე „ბენტლის“ დიზაინის შეფი გახდა


Luc Donckerwolke Takes Over Bentley's Design Division
13 სექტემბერი
ლუკ დონკერვოლკე, ადამიანი, ვის ხელსაც ეკუთვნის „ლამბორგინის“ ორი მოდელის - „გალარდოს“ და „მურსიელაგოს“ დიზაინი, ასევე „სეატის“ კონცეპტუალური IBE და „ტრიბუ“, „ბენტლის“ დიზაინის განყოფილების შეფი გახდა. თავის ახალ პოსტზე ის დირკ ვან ბრეკელს ჩაანაცვლებს, რომელიც „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის დიზაინის განყოფილებაში გადავიდა (ამ განყოფილებას ისევ სახელოვანი ვალტერ დე ლისვა მეთაურობს).

„პეჟოს“ მრბოლი „208 ტაიპ R5“ პარიზისთვის მზადაა

Peugeot Sport Teases New 208 Type R5 Racer with 280HP Prior to Paris Motor Show
13 სექტემბერი
PSA პეჟო სიტროენს“ მძიმე კრიზისი აქვს, რის გამოც, 8000-ით ამცირებს თავის შტატს, მაგრამ ამის მიუხედავად, „პეჟო“ პარიზის მოტორ შოუზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კომპანია იქნება. მისი ორი კონცეპტუალური ავტომობილი - „ონიქსი“ და „პეჟო 2008“ უკვე გაგაცანით. დღეს კი გაირკვა, რომ თურმე ლომებს უფრო მეტი სიახლე მოუმზადებიათ.

„ქოუდმასტერსის“ ვირტუალური ფ1-2012 (ვიდეო)

Codemasters' F1 2012 demo now available... watch it here
12 სექტემბერი
ვიდეოთამაშების მწარმოებელმა კომპანია „ქოუდმასტერსმა“ გამოაქვეყნა თავისი ახალი თამაშის - ფ1-2012-ის დემო ვერსია, თამაშისა, რომელიც „იქსბოქსისთვის“, „პლეისტეიშნისა“ და პერსონალური კომპიუტერებისთვისაა განკუთვნილი. თამაში უმაღლესი ხარისხით და მრავალფეროვანი არჩევანით გამოირჩევა. რაც მთავარია, მასში მიმდინარე სეზონში მონაწილე გუნდებს და მანქანებს შორის შეგიძლიათ არჩევანის გაკეთება.