Tuesday, November 15, 2011

„ჰიუნდაიმ“ „ჯენეზის კუპე“ ოფიციალურად წარმოადგინა

2013 Hyundai Genesis Coupe gets New 3.8L V6 with 350PS
15 ნოემბერი
„ჰიუნდაიმ“ სამხრეთ კორეაში, ავტოდრომ იონგამზე, კორეის სიჩქარის ფესტივალზე, თავის სპორტულ მოდელ „ჯენეზის კუპეს“ განახლებული ვერსიის საშინაო პრეზენტაცია ჩაატარა. ეს ავტომობილი ბაზარზე მერმისს გამოვა, თუმცა ის უკვე იქცევს მასმედიის ყურადღებას, რადგან კორეულმა კომპანიამ მისი რიზერების არაოფიციალური გავრცელება სამიოდ კვირის წინ დაიწყო.

განახლებული „ფორდ მუსტანგ შელბი GT500“

2013 Ford Shelby GT500 delivers 650 HP
15 ნოემბერი
ლოს ანჯელესის მოტორ შოუსთვის, „ფორდმა“ და მისმა პარტნიორმა „შელბიმ“ „ფორდ მუსტანგ შელბი GT500–ის“ განახლებული ვერსია მოამზადეს. ავტომობილი გარეგნულად დაიხვეწა, ცვლილებებია მის ინტერიერსა და ტექნიკურ აღჭურვილობაშიც.

ლატვალამ მოიგო, ლოები გავარდა და მერვე ტიტულს დაეუფლა

Latvala wins in Britain as champion Loeb crashes out
14 ნოემბერი
ფინელი იარი–მატი ლატვალას გამარჯვებით დასრულდა რალის მსოფლიო ჩემპიონატის წლევანდელი სეზონი, ფრანგი სებასტიან ლოები კი, მართალია ფინიშს ვერ მიაღწია, მაგრამ მაინც მერვედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. და ეს ტიტული მან რბოლის პირველსავე დღეს, მას შემდეგ გაინაღდა, რაც ასპარეზობას მისი მთავარი მეტოქე, ფინელი მიკო ჰირვონენი გამოეთიშა.