Friday, June 8, 2012

„ტოიოტას“ ელექტროპროტოტიპი პაიკს პიკისთვის



Toyota Updates its Nürburgring EV Record Holder to Race at the Pikes Peak Hill Climb
8 ივნისი
ელექტრომობილები ბაზარზე თანდათან მკვიდრდებიან. ავტოსპორტშიც უკვე გამოჩნდნენ. მალე ელექტრომობილებს ცალკე ჩემპიონატებს ჩაატარებენ, ლე მანსა და პაიკს პიკზე კი ელექტროძრავებით აღჭურვილი ავტომობილები, ჩვეულებრივ შიდაწვისძრავიან მონსტრებთან ერთად იასპარეზებენ...

ჰამილტონმა მეორე პრაქტიკაც „მოიგო“


Hamilton dominates Canadian GP practice
8 ივნისი
მოკლედ, ლუის ჰამილტონს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ ამ სეზონის მოუგებელი სერია დაასრულოს. თავისუფალ პრაქტიკებზე ნაჩვენები შედეგები არც არაფერს იძლევა და არც არაფერზე მეტყველებს, მაგრამ მაინც - ბრიტანელი კანადაში, სადაც ორჯერ (2007 და 2010 წლებში) მოუგია, ჯერჯერობით უსწრაფესია!

აფხაზავა ისევ ყველაზე სწრაფია


8 ივნისი
რუსთავში სტარტი აიღო წრიულ რბოლებში საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპმა, რომლის პირველ დღესაც, პირველი რბოლები ლეჯენდსის და ტურინგის კლასებში გაიმართა. და ვინც ეს დღე გამოტოვა, ბევრი დაკარგა, რადგან ლეგენდების ძალიან საინტერესო რბოლა ვერ ნახა. სამწუხაროდ, იგივეს ვერ ვიტყვით რუტინგზე, რომლის სტარტზე მხოლოდ ოთხი მანქანა დადგა, რისი მიზეზიც ისაა, რომ ჩემპიონატის მონაწილეთა უმეტესობას მანქანები მწყობრში არ ჰყავს...

ჰამილტონმა სწრაფად დაიწყო (ვიდეო)


Hamilton makes quick start to Canadian practice
8 ივნისი
ლუის ჰამილტონს თავისი პირველი გამარჯვება კანადაში აქვს მოპოვებული და საქმე ისე მიდის, რომ შესაძლოა, ამ სეზონში პირველი გამარჯვებაც იქვე იზეიმოს. მიმდინარე ჩემპიონატის ტრადიცია გვეუბნება, რომ ყოველ მომდევნო რბოლას ახალი გამარჯვებული ჰყავს. ჰამილტონი ყოველთვის ფავორიტთა შორისაა და მას ჯერ მოგება არ აქვს (ისევე როგორც მისთვის სადებიუტო, 2007 წლის სეზონში). ასე რომ, თუ ზემოთ ნახსენები ტრადიცია გაგრძელდა, რეალური შანსია იმისა, რომ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ჰამილტონი ვიხილოთ.

„სააბი“ ისევ გაიყიდა?..


Saab sold! Again. Probably.
8 ივნისი
უკვე ორი წელია, „სააბის“ მომავალი გაურკვეველია. მის შეძენას რამდენიმე ჩინური კომპანია ცდილობდა, მაგრამ საქმე აქამდე ადგილიდან არ იძვროდა. და აი, გავრცელდა სენსაციური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაკოტრებული შვედური კომპანია, ელექტრომობილების მწარმოებელ, ასევე შვედურ კომპანიას შეუძენია.