Monday, October 22, 2012

„ზაუბერი“ ახალ პილოტებს ირჩევს


Sauber door closed as candidates line at Force India
22 ოქტომბერი
როგორც ჩანს, „ზაუბერს“ მომავალ სეზონში ორი ახალი პილოტი ეყოლება. მექსიკელი სერხიო პერესი „მაკლარენში“ გადადის, იაპონელ კამუი კობაიაშის კი, სხვაგან ადგილის ძიება მოუწევს - ახლახანს მან განაცხადა, რომ გუნდში ადგილის შესანარჩუნებლად, სპონსორის მიყვანა მოსთხოვეს. და როგორც ჩანს, ეს ვერ მოახერხა.

„ტაიგუნი“ – „ფოლკსვაგენის“ პატარა უგზოობის ავტომობილი

New Volkswagen Taigun is a Concept for an Up!-Based Small SUV
22 ოქტომბერი
მართალია, სან პაულუს საერთაშოტისო მოტორ შოუზე წარდგენილ „ტაიგუნს“ „ფოლკსვაგენი“ კონცეპტუალურ ავტომობილად მოიხსენიებს, მაგრამ ყველა შანსია იმისა, რომ ის მალე ბაზარზე ვიხილოთ. გერმანული კომპანია აგრძელებს თავის ტრადიციას და თავის მესამე უგზოობის ავტომობილს, თუნდაც კონცეპტუალურს, ისეთი სახელი უწოდა, რომელიც „ტ-ზე“ იწყება.

„მაკლარენ-ჰონდა“ - ჩემპიონი ტანდემი შეიძლება აღდგეს


'No way' McLaren to stay with Mercedes as customer
22 ოქტომბერი
ბრიტანულ ჟურნალ „ავტოსპორტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „მაკლარენი“ ძრავების ახალ მიმწოდებელ პარტნიორს ეძებს. უოკინგური საჯინიბო გერმანული კომპანიის ძრავებს (ფოტოზე) 1995 წლიდან იყენებს. თუმცა სამქიმიანებს უკვე თავისი გუნდი ჰყავთ და პარტნიორი გუნდი აღარ სჭირდებათ. „მაკლარენთან“ პარტნიორობის ხელშეკრულება კი ამ სეზონის ბოლოს იწურება.

მარიო ანდრეტი ოსტინის ტრეკს აქებს (ვიდეო)

Mario Andretti lauds 'phenomenal' Circuit of the Americas
22 ოქტომბერი
მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, ამერიკელმა მარიო ანდრეტიმ ოსტინის ტრეკი „ცირკვიტ ოფ ამერიკას“ პირველმა დააგემოვნა და მას ფენომენური უწოდა. ტრეკი პრაქტიკულად მზადაა რბოლების მისაღებად. ამჟამად მასზე ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს. იმავდროულად, უკვე ჩატარდა ეგრეთ წოდებული „პირველი წრის ცერემონია“, რომეშიც ანდრეტის გარდა, „ლოტუსის“ სარეზერვო პილოტი ჯერომ დ’ამბროზიოც მონაწილეობდა.

„პორშე მაკანი“ „აუდი Q5-სგან“ სრულიად განსხვავებული იქნება

Porsche Planning to Completely Differentiate Macan from Audi Q5
22 ოქტომბერი
„პორშე“ ირწმუნება, რომ მისი ახალი უგზოობის ავტომობილი „მაკანი“, რომელიც „აუდი Q5-ის“ პლატფორმაზე მზადდება, საბაზო მოდელისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება. ამის თაობაზე, გამოცემა „ავტოქართან“ საუბრისას, გერმანული კომპანიის კვლევებისა და ახალი პროდუქციის შემუშავების განყოფილების შეფმა ვოლფგანგ ჰატცმა განაცხადა.

„ჰიუნდაი ველოსტერი“ რბოლებისთვის


Hyundai Veloster Race Concept Unveiled In Sydney
22 ოქტომბერი
„ჰიუდაის“ ავსტრალიურმა შტომ, FIA-ს (საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია) რეგლამენტის შესაბამისად, კუპე/ჰეჩბეკ „ველოსტერის“ სარბოლი ვერსია, „ველოსტერ რეის კონცეპტი“ მოამზადა, რომლითაც როგორც წრიულ, ასევე გრუნტზე რბოლებში მონაწილეობაა შესაძლებელი.